თეგი: სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა. სახალხო დამცველის შეფასებით, 2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა. „2021 წელი გამოირჩეოდა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, რომელიც ხელყოფდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას. 2021 წელს გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. სახალხო დამცველის შეფასებით, ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების მიზანი დამოუკიდებელ ორგანოს საქმიანობაში ჩარევა და მასზე ზეგავლენის მოხდენა იყო. ასევე, მიღებულ იქნა სხვა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც მკვეთრად აუარესებს საქართველოში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხს, მართლმსაჯულების სისტემისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების მდგომარეობას, ასევე, ადგილი ქონდა სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის საქმიანობის  ხელშეშლის და სახალხო დამცველის მიმართ სიტყვიერი თავდასხმებისა თუ მუქარის ფაქტებს“, – ნათქვამია ანგარიშში. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ  საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დაჩქარებული წესით მიიღო, რამაც შეუძლებელი გახადა საზოგადოების არსებითი ჩართულობა განხილვის პროცესში და ასევე, კანონპროექტის მომზადებაში სახელმწიფო ინსპექტორიც არ ყოფილა ჩართული. გარდა ამისა, სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საფრთხე შეექმნა მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას. სახალხო დამცველის განმარტებით, საქმეთა განხილვის საკასაციო ეტაპზე კვლავ პრობლემურია სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების პრინციპების დაცვა. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ამასთან, სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბება მთავარ გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველის აზრით, პროკურატურის მიერ წარმოებული არაერთი საქმის გამოძიების პროცესში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები. „მაგალითად, ასეთია ე.წ. კარტოგრაფების საქმე, სადაც გამოძიების დაწყებასა და მიმდინარეობას აშკარა პოლიტიკური ელფერი აქვს და საქმეშიც მძიმე სამართლებრივი ხარვეზები იკვეთება. სახალხო დამცველი გენერალური პროკურატურის რეფორმის საჭიროებაზე მუდმივად ამახვილებს ყურადღებას“, – აღნიშნულია ანგარიშში. გარდა ამისა, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები, 2020 წლის მსგავსად, 2021 წლის დასაწყისშიც გახდნენ არაერთი სიტყვიერი თავდასხმის ობიექტები სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე. „გავეცანით თავდასხმის დღეს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე დაარქივებულ ვიდეომასალას, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულების მიმართ პატიმრების მცირე ჯგუფის მხრიდან განხორცილებული უკანონო ქმედებები პირდაპირ ან ირიბად, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ორგანიზებული. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში, თუმცა ამ დრომდე დანაშაულში მონაწილე კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოკვეთილი კვლავ არ არის“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა ცნობილია. სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც სახალხო დამცველის მიერ არის შექმნილი, პრესკონფერენცია 27 აპრილს გამართა. 22 აპრილის ვიზიტის შედეგები ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ და თერაპევტმა (შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა) გრიგოლი ხურციძემ. ვიზიტის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფმა ონლაინ დისკუსია გამართა, რომელშიც მონაწილეობა ასევე მიიღეს სხვა ექსპერტებმა, კერძოდ: გიორგი გრიგოლიამ (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა), გიორგი კაჭარავამ (კარდიოლოგმა), გიორგი პაპიაშვილმა (კარდიოლოგ/არითმიოლოგმა), აიდა გოზალოვამ (ჰემატოლოგმა, კლინიკურმა ონკოლოგმა, ინტერნისტმა, პალიატიური მედიცინის სპეციალისტმა), ნინო ზავრაშვილმა (ენდოკრინოლოგმა). პაციენტის მდგომარეობის ზოგადი შეფასება ბოლო ვიზიტთან (11.01.2022) შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. პაციენტი ამჟამად არის უარყოფით კატაბოლურ მდგომარეობაში (ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს - ერთგვარი თვითმონელება). კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ფორმალურად შიმშილობა არ აქვს გამოცხადებული, წინა შიმშილობისგან განსხვავებით, მიმდინარეობს წონის კლება კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილოვანი შიმშილი (მიზეზი - ანორექსია). ძირითადი საყურადღებო საკითხები და რეკომენდაციები იანვრის ვიზიტის შემდეგ, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს მანკიერი წრის ჩამოყალიბება: რეზისტენტული პოსტ-ტრავმული სტრესული დაავადება, დეპრესია და ანორექსია; საკვების მიღების შემცირება (იღებს დღე-ღამეში საჭირო კალორიებზე გაცილებით ნაკლებს, დღიური დოზის 1/4-1/3-მდე, 8 კგ. წონის კარგვით 1 თვეში) და შერჩევითად ცილოვან პროდუქტებზე უარის თქმა - აუტანლობის მიზეზით; ცილოვანი შიმშილის ფონზე განვითარებული გამოხატული და მნიშვნელოვანი კუნთების განლევა და სისუსტე; ცხოვრების ხარისხისა და ფუნქციონერების ეფექტურობის მნიშვნელოვანი დაქვეითება. აღნიშნული სინდრომის მანკიერი წრიდან გამოსასვლელად ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგადად - საკვების მიღების ასეთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა და კერძოდ - ცილოვანი შიმშილი - გარდაუვლად გამოიწვევს კუნთოვანი და ორგანული წონის მნიშვნელოვან კარგვას, ინფექციების მაღალ რისკსა და შინაგან ორგანოთა სისტემების მოქმედების მოშლას. ამასთან აღსანიშნავია, რომ არ/ვერ შესრულდა სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. მედიკამენტოზურმა მკურნალობამ, რომელიც ამ პერიოდის შემდეგ პაციენტს მიეწოდებოდა, შედეგი არ გამოიღო და მდგომარეობა დამძიმდა. შესაბამისად, მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელება, ანალოგიურ პირობებში, დასახელებული რეკომენდაციების შეუსრულებლად, იქნება არაეფექტიანი, მომავალში კვლავ ვერ გამოიღებს დადებით შედეგებს და გამოიწვევს პაციენტის მდგომარეობის ზემოაღნიშნული ფორმით მკვეთრად დამძიმებას, რამაც, შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს“, - აღნიშნულია დასკვნაში. 2021 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა N157 ბრძანებით შექმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით. სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან გიორგი გრიგოლია; გრიგოლი ხურციძე; გიორგი კაჭარავა;გიორგი პაპიაშვილი;აიდა გოზალოვა; თენგიზ წულაძე; ნინო ზავრაშვილი. „ექსპერტთა ჯგუფმა ჯამში 6-ჯერ მოინახულა მიხეილ სააკაშვილი. კერძოდ, ვიზიტები განხორციელდა 2021 წლის 16 და 18 ნოემბერს - სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, 23 ნოემბერსა და 12 დეკემბერს - სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 11 იანვარს და 22 აპრილს - N12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ვიზიტებისას ჯგუფის წევრები სინჯავდნენ პაციენტ მიხეილ სააკაშვილს, ეცნობოდნენ მის სამედიცინო დოკუმენტაციას და ესაუბრებოდნენ ადგილობრივ სამედიცინო/მკურნალ პერსონალს. შესაბამისად, სახალხო დამცველის სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა შეიმუშავა ექვსი დასკვნა. 2021 წლის 17 ნოემბრის ვიზიტის შედეგად, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, გასცა რეკომენდაცია, რომ პაციენტის მკურნალობა დაუყოვნებლივ გაგრძელებულიყო ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებდა. იგივე რეკომენდაცია იქნა გამეორებული 2021 წლის 18 ნოემბრის ვიზიტის შედეგად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისას (დაფიქსირდა ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული გულყრა). 2021 წლის 19 ნოემბერს პაციენტი გადაყვანილ იქნა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებისას და ჰოსპიტალიდან N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი დამატებით ოთხჯერ მოინახულა (23.11.2021, 12.12.2021, 11.01.2022 და 22.04.2022). საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის შესაბამისად, ექსპერტთა ჯგუფის მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ინფორმაციაში.  

ნინო ლომჯარია: სახელმწიფო დაფინანსებით სასტუმროებში მყოფი უკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ 6 მაისიდან საცხოვრებელი ფართები გაათავისუფლონ

სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების დაბინავების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დაფინანსებით სასტუმროებში განთავსებული უკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს,რომ 6 მაისიდან უახლოეს დღეებში საცხოვრებელი ფართები გაათავისუფლონ. „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების მომართვის და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დაფინანსებით სასტუმროებში განთავსებული უკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს - 6 მაისიდან უახლოეს დღეებში გაათავისუფლონ საცხოვრებელი ფართები, რის შედეგადაც ამ ოჯახებს ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე ემუქრება. პარალელურად, მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იზრდება უკრაინელთა სოციალური მხარდაჭერის დაფინანსება, რომელიც საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯებსაც მოიცავს, რაც ნამდვილად მისასალმებელია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დაფინანსების შესახებ არც რაიმე ნორმატიული გადაწყვეტილება მოიპოვება, არც რომელიმე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ვებ-გვერდზე დევს ოფიციალური განცხადება და არც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ფლობენ რაიმე ინფორმაციას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მითუმეტეს, არაფერი იციან უკრაინიდან დევნილმა მოქალაქეებმა, თუ რა ბედი ეწევათ მათ უახლოეს მომავალში. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და თანამდებობის პირებს - მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გაატარონ ყველა აუცილებელი ღონისძიება კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად და მოხდეს როგორც ცალკეული უწყებების, ასევე უკრაინიდან დევნილი მოქალაქეების სათანადო ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ, როდის და სად მოხდება მათი განსახლება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ომბუდსმენი: სახელმწიფოს დღემდე არ აქვს შექმნილი სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგია

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანს ძალადობის დაგმობა და ლგბტ+ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა წარმოადგენს. თუმცა, ლგბტ+ ადამიანები და მათი მხარდამჭერები ამ დღის საჯაროდ აღნიშვნას ძალადობის რისკების და სახელმწიფოს მხრიდან დაცვის გარანტიების არარსებობის გამო წლებია, ვერ ახერხებენ. განსაკუთრებით საგანგაშო იყო გასულ წელს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში განვითარებული მოვლენები, როდესაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების ლიდერები და სხვა წევრები საზოგადოებას ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდაჭერების მიმართ ძალადობისკენ პირდაპირ და საჯაროდ მოუწოდებდნენ. 2021 წლის 5 ივლისს, ღირსების მარშის დღეს, ამ ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა სამართალდამცავებმა ვერ აღკვეთეს, რის შედეგადაც არაერთი ადამიანი ფიზიკურად მძიმედ დაშავდა. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში გაიზარდა ლგბტ+ თემის ხილვადობა და შემცირდა საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული განწყობები, ამ პროცესს თან არ ახლავს სახელმწიფოს თანმიმდევრული და გააზრებული პოლიტიკა. უფრო მეტიც, სახელმწიფოს სამართლებრივი უმოქმედობა ახალისებს ლგბტ+ ადამიანების მიმართ უთანასწორობას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, ვერ აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს და დაუცველს ტოვებს მათ ძალადობისა და დისკრიმინაციის პირისპირ. მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების საკითხი. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს შექმნილი სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგია და ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაგირება ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანობის, დროულობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტებს. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და საჯარო პირებს, ეფექტიანი პრევენციული და რეაქტიული რეაგირება მოახდინონ ლგბტ+ ადამიანების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე და გააკეთონ საჯარო განცხადებები, რაც საზოგადოებაში თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.  

უკრაინის სახალხო დამცველს რადამ უფლებამოსილება შეუჩერა

უკრაინის უმაღლესმა რადამ, სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას უფლებამოსილება შეუჩერა. Unian-ის ცნობით, გადაწყვეტილებას 234-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.  დენისოვა ამ თანამდებობას 2018 წლის 15 მარტიდან იკავებდა. მანამდე ის იყო სოციალური პოლიტიკის მინისტრი იულია ტიმოშენკოს (2007-2010) და არსენი იაცენიუკის (2014) მთავრობებში. 2022 წლის 27 აპრილს ყოფილმა ბავშვთა ომბუდსმენმა მიკოლა კულებამ დენისოვა ოკუპანტებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, დენისოვამ ოკუპანტებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ სად იმალებოდა ხერსონში 58 ბავშვი და, სავარაუდოდ, ამის შემდეგ დამპყრობლებმა ისინი ყირიმში წაიყვანეს.  

ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით დაგეგმილ ყველა შეკრებაზე უნდა მივიდეთ, შეიძლება, უფრო მეტი შეკრებაც გახდეს საჭირო - სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად გამართულ ყველა აქციაზე მისვლას მიზანშეწონილად მიიჩნევს. ომბუდსმენი თვლის, რომ ამ მხარდაჭერის დასაფიქსირებლად საზოგადოებამ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. „ახლა არ არის დრო საზოგადოების დაყოფის. მე პირიქით, მოვუწოდებ მოსახლეობას, ყველგან, სადაც იქნება შეკრება ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით, ჩვენ, ალბათ, ყველგან უნდა მივიდეთ და არ უნდა დავიღალოთ. ეს იქნება ორი, სამი თუ ოთხი შეკრება, რამდენიც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ევროპას დავანახოთ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა. ეს აქციები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში ჩვენს ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ხალხი ითხოვს იმ რეფორმების განხორციელებას, რაც დაგვაახლოებს ევროპასთან. ვფიქრობ, ყველა შესაძლებლობა საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს. შეიძლება, უფრო მეტი შეკრებაც გახდეს საჭირო. დღეს არის ის მომენტი, როდესაც საზოგადოებამ არ უნდა დაიზაროს თავისი პოზიციის საჯაროდ გამოხატვა არცერთ ფორმატში", - განაცხადა სახალხო დამცველმა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისში ორი აქცია დაანონსდა. 20 ივნისის აქცია სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" ორგანიზებით ჩატარდება. 14 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებისკენ მოუწოდა, თავად კი, საზოგადოებას 16 ივნისს ევროპის მოედანზე შეკრების თხივნით მიმართა, თუმცა „სირცხვილიამ“ პრეზიდენტის მოწოდებას აქციის გადადების შესახებ, მალევე უარით უპასუხა.  

USAID: ახალი მთავრობათაშორისი შეთანხმება ხელს შეუწყობს სახალხო დამცველის ოფისს, რეაგირება მოახდინოს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მთელ ქვეყანაში

USAID-სა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს შორის მთავრობათაშორის შეთანხმებას მოეწერება ხელი. USAID-ის ცნობით, ღონისძიება ხვალ, 28 ივნისს, 17:30-ზე არტ მუზეუმში  გაიმართება. „USAID-სა და სახალხო დამცველს შორის ეს პარტნიორობა გააძლიერებს საქართველოში ადამიანის უფლებების ხელშეწყობას და დაეხმარება სახალხო დამცველის ოფისს, გააფართოოს თავისი საქმიანობა რეგიონებშიც. ამასთანავე, ხელს შეუწყობს სახალხო დამცველის ოფისს, აღმოაჩინოს და რეაგირება მოახდინოს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მთელ ქვეყანაში“, - აღნიშნულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვა და პრესისთვის კომენტარს გააკეთებს ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.  

ნინო ლომჯარია: კონსტიტუციური სარჩელი მომზადდა, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებული პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება

სახალხო დამცველის მიერ კონსტიტუციური სარჩელი მომზადდა, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებულიო პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს განვითარებულ მოველენებს უკავშირდება. „2021 წლის 5 ივლისს წინასწარ ორგანიზებულმა ჯგუფებმა თბილისში, სხვადასხვა ადგილზე, უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის მიმართ, ჯგუფურად იძალადეს. ჟურნალისტებმა და მოქალაქეებმა სხვადასხვა ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს, ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა ვერ ისარგებლეს მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უფლებით, ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ პროფესიულ საქმიანობაში, დაზიანდა და განადგურდა მოქალაქეების ქონებაც. მძიმე დანაშაულის ჩადენიდან ერთი წლის თავზე, დანაშაულის ორგანიზატორები არ დასჯილან და ახალ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობენ. 2021 წლის 5 ივლისს ძალადობის ფაქტზე, სტრასბურგის სასამართლომ „თბილისი პრაიდის“ სარჩელი განსახილველად მიიღო - GDI სახალხო დამცველის სამართლებრივი შეფასებით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ამსახველი, საჯარო ვიდეომასალები თავისუფლად აღწევს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რათა თუნდაც ზურაბ მახარაძის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით. თუმცა, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის გასვლის შემდგომაც კი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურას არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია. დევნა არ დაიწყო არც სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ, რომელიც ასობით ადამიანს ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდებდა. ამ დროისთვის, 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად ცნობილია 53 პირი, სისხლისსამართლებრივი დევნა კი 27 პირის მიმართ დაიწყო. სახალხო დამცველის აპარატი ამჟამად სწავლობს ძალადობაში მონაწილე პირთა მიმართ გამოტანილ რამდენიმე გამამტყუნებელ განაჩენს. სახალხო დამცველმა არაერთხელ მოითხოვა საჯაროდ აღნიშნულ საქმის მასალებზე სრულად დაშვება და გაცნობა, თუმცა უშედეგოდ. საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ერთ-ერთ წინაპირობად სწორედ მოწყვლადი ჯგუფების დაცვა და მოძალადეებისა და ძალადობის ორგანიზატორებისადმი უფრო შედეგიანი მართლმსაჯულების განხორციელება არის. 5 ივლისის უკანონო ქმედებების და ფართომასშტაბიანი ძალადობის ორგანიზატორმა ჯგუფმა 2021 წელსვე შექმნა მოქალაქეთა პოლიტიკური პარტია. მათი მრავალი წინარე და შემდგომი განცხადება შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას. სწორედ ამის გამო ჩვენს მიერ მომზადდა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება აღნიშნული პოლიტიკური პარტიის აკრძალვას. სახალხო დამცველის მოადგილე „ალტ-ინფოზე“: კონსტიტუციის მიხედვით, მისი აკრძალვა შესაძლებელია. ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია ვინაიდან სახალხო დამცველს არ აქვს ამ საფუძვლით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება, სარჩელის პროექტი წარვუდგინეთ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის რამდენიმე უფლებამოსილ სუბიექტს და იმედს ვიტოვებთ რომ მათ მიერ მოხდება სამართალწარმოების ინიცირება სასამართლოში“, - აღნიშნავს ნინო ლომჯარია. 2021 წლის 5 ივლისს, ჰომოფობიურ აქციაზე, დილის 11:00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ძალადობრივი ჯგუფის წევრები მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს - ყველას, ვინც მედიის წარმომადგენლად აღიქმებოდა. ამ დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტზე თბილისის ცენტრალურ უბნებში იძალადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოთვლით, ამ დროს ქუჩაში 10 ათასამდე მოქალაქე იყო შეკრებული და მუშაობდა 3,4 ათასამდე პოლიციელი. 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა შეისწავლა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალები. საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალებით დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებამდე „ალტ-ინფოს“ ეთერით ზურაბ მახარაძე და სხვა პირები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილე პირთა მიმართ. ძალადობრივი მოწოდებები ასევე ისმოდა ჟურნალისტთა მიმართ. ამავე პირებმა, სატელევიზიო ეთერით გაავრცელეს ინფორმაცია ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელთა პირდაპირი დანიშნულება 5 ივლისს ძალადობა იქნებოდა. სახალხო დამცველის წინადადებაში დასაბუთებულია, რომ 5 ივლისს ზურაბ მახარაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას, მათ შორის, პარლამენტის წინ დადგმული საპროტესტო კარვების გატანასა და „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისების დარბევის მიზნით სხვადასხვა ჯგუფის გამოყოფას. თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისთან დაკავშირებული საქმეების განხილვა დასრულებულია. თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ივლისს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000 - 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა „პრაიდის“ ოფისზე თავდამსხმაში ბრალდებულ სამ ადამიანს. სტრასბურგის სასამართლოს 5 ივლისთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმე აქვს წარმოებაში მიღებული. ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ეკუთვნის და მოსარჩელეები „სირცხვილიას" აქტივისტები არიან. ასევე შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ძალადობრივი ჯგუფები ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. გამოძიებასთან დაკავშირებით, ბოლო ცნობა, პროკურატურამ თებერვალში გაავრცელა.  ასევე წაიკითეთ: პრორუსული და ანტიდასავლური კამპანია „ქართველობის გადარჩენის და რწმენის შენარჩუნების“ სახელით

ირაკლი კობახიძე „ალტ ინფოს“ პარტის აკრძალვის მოთხოვნაზე: ომბუდსმენმა პროკურორის ფუნქცია შეითავსა

"ომბუდსმენმა, კონსტიტუციური სარჩელის მომზადებით, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება, პროკურორის ფუნქცია შეითავსა", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, "ალტ-ინფოს" მიმართ არავითარი სიმპათია არ აქვთ. „ბუნებრივია, ჩვენ „ალტ-ინფოს“ მიმართ არავითარი სიმპათია არ გვაქვს. მით უმეტეს, რამდენიმე დღის წინ, ოფისთან მოვიდნენ და გვაგინეს, მაგრამ რაც შეეხება სახალხო დამცველის ინიციატივას, მას როგორც იურისტი შევაფასებდი. თავისი ფუნქციით, სახალხო დამცველი მთავარი ადვოკატია, ეს მისი კონსტიტუციური ფუნქციაა და ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე მიუღებელ ადამიანს ეხება, მაგალითად, დამნაშავეს, ის უნდა აკვირდებოდეს, თუ რამდენადაა მისი უფლებები დაცული. მაგალითად, ადამიანს უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი, 5 კაცი მოკლა, მისი უფლებების დაცვასაც კი უნდა აკვირდებოდეს სახალხო დამცველი და ამას ადვოკატის პოზიციიდან უნდა უყურებდეს. ამ შემთხვევაში, კომიკური ისაა, რომ საქმე ეხება პარტიის აკრძალვას, პარტიების თავისუფლებაც ადამიანის ძირითადი უფლებაა და ამ უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. შეიძლება, ეს ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ჩარევის მძიმე ფორმაა. ასეთ დროსაც, ისევე, როგორც ყველა შემთხვევაში, უნდა გამოდიოდეს, როგორც ადვოკატი, თუმცა, სახალხო დამცველმა, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, ადვოკატია, თავის თავზე პროკურორის ფუნქცია აიღო, რაც მის მანდატს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ კონსტიტუციური სარჩელი მომზადდა, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებულიო პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება.  

სახალხო დამცველმა გიგი გიგიაძის საქმეზე დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, გიგი გიგიაძის საქმეზე დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა. გიგიაძემ სახალხო დამცველს 2021 წლის 1-ელ ნოემბერს განცხადებით მიმართა, სადაც მიუთითებდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან განსხვავებული შეხედულების გამო, დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 201-ე მუხლითა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ განიხილოს განმცხადებელთან მისი კვალიფიკაციის ტოლფასი პოზიციის/პოზიციების შეთავაზება. აგრეთვე, მომავალში არ დაუშვას განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, მათ შორის, უზრუნველყოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობა. „როგორც აღინიშნა, საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, თავისთავად, არგუმენტი იმის თაობაზე, რომ გიგი გიგიაძე სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული იქნა ვადის გასვლის გამო, არ აქარწყლებს დისკრიმინაციის არსებობის ვარაუდს. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა გამამართლებელი საფუძველი, რომელიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდს გააქარწყლებდა. მეტიც, მოპასუხემ ლეგიტიმური მიზანი ვერ წარმოადგინა, თუ რატომ არ გაუგრძელა განმცხადებელს მივლინების ვადა. მოვლენათა განვითარების თანმიმდევრობა და დროის პერიოდი სახალხო დამცველს არ აძლევს სხვა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, გარდა იმისა, რომ გიგი გიგიაძისთვის სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელებაზე უარი და რეზერვში ყოფნის პერიოდში, მისი გამოცდილების გათვალისწინებით, კონკრეტული ვაკანსიის შეუთავაზებლობა განპირობებული იყო მისი მიერ 2020 წლის 7 ოქტომბერს საჯაროდ გამოხატული მოსაზრების გამო. ამდენად, განმცხადებლისთვის მივლინების ვადის გაგრძელებაზე უარი, ასევე 13 თვის განმავლობაში კონკრეტულ ვაკანსიაზე მისი კანდიდატურის განუხილველობა დროში ემთხვევა მის საჯაროდ გამოხატულ კრიტიკულ პოზიციას. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან დამაჯარებელი/სარწმუნო და დისკრიმინაციული მოპყრობის გამაქარწყლებელი ინფორმაციის წარმოუდგენლობა კიდევ უფრო ამყარებს აღნიშნულ ეჭვს და რეალურად, ვერ უზრუნველყოფს დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის გაქარწყლებას. ამდენად, საქმის მასალების შეფასების შედეგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განმცხადებლისთვის მივლინების ვადის გაგრძელებაზე უარი და ასევე მისთვის 2021 წლის 1-ელი მარტიდან მისი კანდიდატურის კონკრეტულ ვაკანსიაზე განუხილველობა მის მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციული მოპყრობას წარმოადგენს". - წერია სახალხო დამცველის დასკვნაში. გიგი გიგიაძე 24-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე უმაღლესი რანგის კარიერული დიპლომატია. მან ივერი მელაშვილის მხარდამჭერი პოსტი Facebook-ზე ერთ-ერთმა პირველმა გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისთვის წარდგენილი ბრალდება "აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია". ელჩის ამ შეფასებას მმართველი გუნდისა და საგარეო საქმეთა მინისტრისგან კრიტიკა მოჰყვა.

მედიის წარმომადგენლების მიყურადების პრაქტიკა მიზნად ისახავს მათ დაშინებასა და საქმიანობის ხელშეშლას - სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი შემაშფოთებლად მიიჩნევს ცნობებს კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენლების შესაძლო უნებართვო მიყურადების და ჩაწერის შესახებ. ამის შესახებ საუბარია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომლითაც ნინო ლომჯარია მედიის წარმომადგენლების შესაძლო უნებართვო მიყურადების ფაქტს ეხმიანება. „მთავარი არხის" თანამშრომელთა საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტზე გამოძიება დაიწყო როგორც სახალხო დამცველი განცხადებაში აღნიშნავს, მედიის წარმომადგენლების მიყურადების პრაქტიკა მიზნად ისახავს მათ დაშინებასა და საქმიანობის ხელშეშლას. ომბუდსმენმა საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების პერიოდული და პროაქტიული ინფორმირება მოახდინოს. „2022 წლის 13 ივლისს მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც „მთავარი არხის“ გადაცემა Post Factum-ის დაგეგმვის პროცესს ასახავს და შეიცავს ინფორმაციას ჟურნალისტების კონფიდენციალური წყაროს შესახებ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცნობილი ხდება მედიის წარმომადგენლების სავარაუდო არაკანონიერი მიყურადების (https://bit.ly/3IEx6Ak) შესახებ. სახალხო დამცველი შემაშფოთებლად მიიჩნევს ცნობებს კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენლების შესაძლო უნებართვო მიყურადების და ჩაწერის შესახებ, რასაც ნეგატიური გავლენა აქვს ბოლო პერიოდში მედიის თავისუფლების ისედაც გაუარესებულ ხარისხზე (https://bit.ly/3P9YzMT). ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებოა მედიის წარმომადგენლების მიმართ ქვეყანაში შექმნილი საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, ისევე როგორც მაუწყებლის პროგრამების შინაარსის გაუმართლებელი კონტროლი. მედიის წარმომადგენლების მიყურადების პრაქტიკას მსუსხავი ეფექტი აქვს ჟურნალისტების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე და მიზნად ისახავს მათ დაშინებასა და მათი საქმიანობის ხელშეშლას. აღნიშნული მავნე პრაქტიკა განსაკუთრებით სახიფათოა საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის, სადაც წყაროს კონფიდენციალურობის დაცვა დამატებით მნიშვნელობას იძენს. ჟურნალისტებთან კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევამ შესაძლოა, აიძულოს პოტენციური მამხილებელი, თავი შეიკავოს მედიასთან თანამშრომლობისგან, რაც საბოლოოდ, საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი საკითხების საზოგადოებრივი ზედამხედველობის მიღმა დარჩენის საფრთხეს ქმნის. ამდენად, სახალხო დამცველი აქტიურად მიადევნებს თვალს „მთავარი არხის“ თანამშრომლების შესაძლო მიყურადების ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულ გამოძიებას (https://bit.ly/3Psq1oO) და აქვე მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურს - მოახდინოს საზოგადოების პერიოდული, პროაქტიული ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი: თბილისის უფასო სასადილოებში, ნოყიერი კერძი ხორცით კვირაში მხოლოდ ორი დღეა

თბილისის უფასო სასადილოებში, როცა მენიუში წვნიანია, ბენეფიციარებს მხოლოდ პური გააქვთ, რაც შეიძლება აიხსნას საკვების დაწუნებით ან კალორაჟის სიმცირით. კვირაში მხოლოდ ორი დღეა ნოყიერი კერძი ხორცით, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ უფასო სასადილოების მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ცნობით, საკვები მენიუს შედგენაში არ არიან ჩართული შესაბამისი სპეციალისტები. „სერვისის განხორციელებისას გათვალისწინებული არ არის ბენეფიციართა კვებითი საჭიროებები და რაციონი, ძირითადად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მენიუში გათვალისწინებული არ არის სადილის ენერგეტიკული ღირებულება, ბენეფიციართა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი. საკვები მენიუს შედგენაში არ არიან ჩართული შესაბამისი სპეციალისტები. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კვების მენიუს ადგენს ბუღალტერი და არა შესაბამისი დარგის სპეციალისტი. უმრავლეს შემთხვევაში, მენიუ მთელი წლის განმავლობაში არ იცვლება. საგულისხმოა შემთხვევები, განსაკუთრებით თბილისში, როცა ბენეფიციარები სასადილოებიდან იღებენ მხოლოდ პურს. კერძოდ, თბილისის სასადილოებში კონკრეტულ დღეებში, როდესაც მენიუში მხოლოდ წვნიანებია (ბარდის წვნიანი, ლობიოს წვნიანი, ვეგეტარიანული ბორში) ბენეფიციარებს სასადილოდან გააქვთ მხოლოდ პური. ეს შეიძლება აიხსნას, როგორც ბენეფიციართა მიერ საკვების გემოვნური თვისებების დაწუნებით, ასევე, კალორაჟის სიმცირით. მენიუში კვირის განმავლობაში მხოლოდ ორი დღეა გათვალისწინებული ნოყიერი კერძი ხორცით, შესაბამისად, ბენეფიციარების მოთხოვნა ამ დღეებში უფრო იზრდება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ სასადილოში აკრძალულია მხოლოდ პურის გატანა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.  

სახალხო დამცველი: ბუნებრივია, რომ მოქალაქეებმა სიყვარული არ გამოხატონ მათ მიმართ, ვინც იბრძოლეს და იბრძოლებენ საქართველოს წინააღმდეგ

სახალხო დამცველი ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს ფაქტს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შესაძლოა, იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ან მომავალში, როდესაც მათი სახელმწიფო, ან მათი ხელისუფლება დაუძახებს, იბრძოლონ ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ქსენოფობიაზე მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებზე ჰკითხეს. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ქსენოფობიის დამადასტურებელი ფაქტები არ აქვს და თუ მას ირაკლი კობახიძე მიაწვდის, მზად არის, საკითხი შეისწავლოს. „8 აგვისტო მოდის და ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, რომ იქ, სადაც 300 ათასზე მეტი დევნილი არის და ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად ბოლო ათწლეულების განმავლობაში და როდესაც დღეს რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, რომელიც თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს - უკრაინას, შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შესაძლოა, იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ან მომავალში, როდესაც მათი სახელმწიფო, ან მათი ხელისუფლება დაუძახებს, იბრძოლონ ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ, ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება, სიყვარული არ გამოხატონ მოქალაქეებმა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. სახალხო დამცველი ამბობს, რომ „ქსენოფობია მიუღებელია, მით უმეტეს, აგრესია, თუ ფიზიკური დაპირისპირება, ასეთ თითოეულ შემთხვევას სახალხო დამცველი ყოველთვის ეხმიანებოდა და დაგმობს. „ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, სახალხო დამცველს მომართოს, თუ კობახიძეს კონკრეტული ფაქტები აქვს, ჩვენ შეგვიძლია, ეს საქმე შევისწავლოთ. ამ წუთას ნამდვილად არ მაქვს ასეთი მტკიცებულებები, ვერ დავადასტურებ. ჩვენ არაპოპულარულ თემებზე განცხადებების გაკეთება არასოდეს მოგვრიდებია, თუმცა ნამდვილად არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ქსენოფობია არის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიის გაღვივების მიზანი ქვეყნის ომში ჩარვთაა.

სახალხო დამცველის აპარატი: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 14 წელი გავიდა, თუმცა მის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის მოსახლეობა

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 14 წელი გავიდა, თუმცა მის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. მძიმეა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაც, რომელთაც კვლავ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მისივე თანახმად, უფრო და უფრო მძიმდება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა. „1990 წლებისა და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად, საქართველოში 289 925 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული. უფრო და უფრო მძიმდება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენითა და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, ბოლო პერიოდში გახშირდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევები. ამის ნათელი მაგალითია 2022 წლის 26 ივლისს საქართველოს მოქალაქის ქრისტინე თაკალანძის უკანონო დაკავების ფაქტი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თაკალანძეს „საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობა“ ედება ბრალად. ასევე, აღსანიშნავია წინა წლებში ვაჟა გაფრინდაშვილის, გენადი ბესტაევის, ირაკლი ბებუას, ხვიჩა მღებრიშვილის, ზაზა გახელაძის, ვლადიმერ კანიაშვილის, კახაბერ ნათაძის, მამუკა ჩხიკვაძის, ზაზა მეგრელიშვილის, თამაზ გოგიჩაშვილის და ლაშა ხეთერელის და სხვათა დაკავების შემთხვევები. ოფიციალური მონაცემებით, 2009 წლიდან 2021 წლამდე საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის 3 285 ადამიანი დააკავა. მათგან, 1 325 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 960 ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით. მოქალაქეთა უკანონო დაკავებებთან ერთად, ხშირია ოკუპირებული ტერიტორიების დროებით დაკავების იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში პატიმართა ცემის, არასათანადო მოპყრობის და წამების ფაქტები; მაგალითად, როგორიცაა გენადი ბესტაევის, ანრი ატეიბას და ხვიჩა მღებრიშვილის შემთხვევები. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ვითარებაა მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისითაც. ოკუპირებული გალის დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება, მათ შორის, მე-11 კლასშიც და მშობლიური ენა უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა. რაც შეეხება ოკუპირებულ ახალგორს, 2021-2022 სასწავლო წელს, მოსწავლეების არ არსებობის გამო, ერთი ქართული სკოლა დაიხურა. მოქმედი 6 ქართული სკოლიდან, 5-ში ქართულ ენაზე მხოლოდ 9-11 კლასებში ისწავლება. საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული ბარიერების გამო, წლიდან წლამდე მცირდება მოსწავლეების რაოდენობა ორივე ოკუპირებულ რეგიონში. განათლების უფლების რეალიზების კუთხით არსებულ გამოწვევებზე სახალხო დამცველი, წლებია თავის ყოველწლიურ ანგარიშებში დეტალურად საუბრობს. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებითა და ჩართულობით გააძლიეროს ზეწოლა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის, ქრისტინე თაკალანძის დროულად გასათავისუფლებლად. საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, საერთაშორისო სტანდარტებით, დე ფაქტო ხელისუფლებებთან ერთად, პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განგრძობადად ეფექტური კონტროლის განხორციელების ფაქტს და შესაბამისად, რუსეთის პასუხისმგებლობას ამ ტერიტორიებზე ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც ადასტურებს, თავისი 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს

საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მდინარაძის თქმით, ომბუდსმენის წარდგენის საკითხს მთლიანად მიანდობენ ოპოზიციურ სუბიექტებს და სამოქალაქო სექტორს. „საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი რომ იყოს, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური სუბიექტები პირს შეკრავენ და არცერთ კანდიდატურას არ წარადგენენ, იმიტომ, რომ პროცესი დაიბლოკოს, რეკომენდაციების მე-12 პუნქტი არ შესრულდეს და ვერ მოხდეს არჩევა, ანუ ეს თუ მოხდება ხელოვნურად, მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიტოვებთ წარდგენის უფლებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ, პროცესში კანდიდატის წარდგენის გზით არ ჩავერთვებით", - განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარიას 2022 წლის დეკემბერში  სახალხო დამცველის თანამდებობაზე მუშაობის უფლებამოსილების ვადა ეწურება.   

შალვა პაპუაშვილი: რატომ სახალხო დამცველის 7 კანდიდატი? ომბუდსმენი თანაბრად მისაღები უნდა იყოს ყველასთვის

რატომ სახალხო დამცველის შვიდი კანდიდატი? ომბუდსმენი თანაბრად მისაღები უნდა იყოს ყველასთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის არჩევის წესის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. „რატომ 7 კანდიდატი? - ეს მგონია, რომ ცხადი საკითხია. ვთქვით თავიდანვე, რომ ომბუდსმენის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ კანდიდატი და საბოლოო ჯამში ომბუდსმენი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის. დიახაც, ოპოზიცია ერთ კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს და მერე მხარი იმას დავუჭიროთ. დიახაც, ამას ვზღუდავთ! ეს არ უნდა იყოს რომ, უმრავლესობა მოაქციოთ გვირაბში და შემდეგ თუ იმ კანდიდატურას არ დაეთანხმება, თქვათ, რომ უმრავლესობა არ ეთანხმება. არ არის ეს ასე. ჩემი ნეგატიური პოზიცია არაერთხელ მითქვამს კვალიფიციურ უმრავლესობასთან დაკავშირებით, რეალობაში ეს კვალიფიციური უმრავლესობა არის არა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თანაბრად მისაღები კანდიდატები იქნეს შერჩეული, არამედ, პრაქტიკაში ამას მივყავართ იქამდე, რომ უმრავლესობა იძულებული გახადოს დაეთანხმოს უმცირესობის კანდიდატს", - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, სახალხო დამცველის პოზიციაზე ვადა ნინო ლომჯარიას დეკემბერში ეწურება.  

პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პლენარულ სხდომაზე რეგლამენტში შესატანი ცვლილებით, სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესის შესახებ იმსჯელეს და მხარი მესამე მოსმენით, 83 ხმით დაუჭირეს. პარლამენტის განცხადებით, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტში შესატანი ცვლილებები ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი 12 პუნქტიდან მე-12 პუნქტის შესაბამისად, ახალი სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის საკითხს ეხება და სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესის შემოღებას ითვალისწინებს. აღნიშნული პუნქტი საქართველოსგან ახალი სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას მოითხოვს. ამასთანავე, რეკომენდაციის თანახმად, ახალი სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამოუკიდებელი კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სპეციალური შეფასების სამუშაო ჯგუფის შერჩევასთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაიმართება. „მესამე მოსმენის შემდეგ დაიწყება პროცედურები, შესარჩევი იქნება 9 კაციანი ჯგუფი და ამასთან დაკავშირებით, რეგლამენტის მიხედვით, მე, ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან პარლამენტში გავივლი კონსულტაციას. ამიტომ მნიშნელოვანია კონსტრუქციული თანამშრომლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ დღეს, 20 სექტემბერს, პარლამენტის სხდომაზე სახალხო დამცველის პოსტზე, თავისი კანდიდატურა დააყენა. „ჩვენ სახალხო დამცველი მხოლოდ ერთი რამისთვის გვჭირდება და ეს არის სასამართლოს სისტემის კონტროლი, სასამართლო სისტემასთან მუშაობა და პატიმრების თემა. არცერთი სხვა თემა იმ პოლიტიკურ სისტემაში, რომელშიც ჩვენ ვართ, სახალხო დამცველის პრეროგატივა არ უნდა იყოს. ჩვენი დიდი ხანი ვიფიქრეთ, ვინ შეიძლება იყოს სახალხო დამცველი, რომელსაც მხარს დავუჭერდით და ჩვენი პოზიციით ვიმოძრავებდით. იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რაც აქვს სახალხო დამცველს, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ის ბიუჯეტიდან ფინანსდება და სხვანაირ ძალისხმევას მოითხოვს, რომ მან ქვეყანაში რეალურად რამე გააკონტროლოს, ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ აღმოვაჩინეთ, ვერავის ვერ ვენდობით. არავინ არ გვყავს ასეთი კანდიდატი, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ამ პროცესში უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცეთ და რაც შეგვიძლია, მაქსიმუმი გავაკეთოთ“, - განაცხადა ხვიჩიამ. მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. 31 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა.  

ნინო ლომაჯარია: ჩემი მოადგულე, გიორგი ბურჯანაძე განიხილავს, რომ ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე განიხილავს, რომ ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს. „ვერ გეტყვით, ალბათ, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ. ვიცი, რომ განიხილავს, მაგრამ ეს პირადად მისი გადასაწყვეტია", - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.  მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურებ ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.   

პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს. მან უპასუხა შეკითხვას სახალხო დამცველის არჩევის პროცესთან დაკავშირებით. კერძოდ, უნდა იყოს თუ არა საქართველოს მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი და არის თუ არა ეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ნაწილი. „დიახ, ეს არის 12 რეკომენდაციის ნაწილი და ვიცი, რომ პროცესი მიმდინარეობს და იმის უზრუნველყოფა, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს, ქართველი დაინტერესებული მხარეების ხელშია“, - აღნიშნა ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

მივესალმები იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესი გაწერა - ლომჯარია

მივესალმები იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესი გაწერა, - ამის შესახებ მოქმედმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ნინო ლომაჯარია: ჩემი მოადგულე, გიორგი ბურჯანაძე განიხილავს, რომ ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს „მივესალმები იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესი გაწერა. ეს იყო ჩვენი ძალიან დიდი ხნის მოთხოვნა. თუმცა, ცუდია, რომ ეს წესი არის ერთჯერადი. ყველა საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს მუდმივმოქმედი წესი. რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ არჩეული იყოს რეალურად დამოუკიდებელი, კვალიფიციური კანდიდატი“, - აცხადებს ლომჯარია. ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.  მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურებ ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.   

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამი კანდიდატი დაასახელეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამი კანდიდატი: ნაზი ჯანეზაშვილი, გიორგი ბურჯანაძე და ანა აბაშიძე დაასახელეს. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანს ჰქონოდა უფლებადაცვით საქმიანობაში 5 წლის გამოცდილება. ის არ უნდა ყოფილიყო პარტიული, არც ამჟამად და ბოლო 5 წლის განმავლობაში მას არ უნდა დაეკავებინა რაიმე პოლიტიკური თანამდებობა ან ყოფილიყო რომელიმე პარტიის წევრი. ჩავატარეთ სხვადასხვა პროცედურები, მათ შორის კენჭისყრა და შეირჩა 3 კანდიდატი. ესენი არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პირები და ადამიანის უფლებათა დაცვაში ცნობილი ადამიანები. ესენი არიან- ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი“, - განაცხადა ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ. ნინო ლომაჯარია: ჩემი მოადგულე, გიორგი ბურჯანაძე განიხილავს, რომ ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.  მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურებ ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.   

საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა

საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, ცნობილია კანდიდატების სრული სია. „ანა აბაშიძე – ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი; გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; ლელა გაფრინდაშვილი – ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი; სოფიო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; თინათინ ერქვანია – GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი; ევგენია თავაძე – დროებით უმუშევარი; ალექსანდრე კობაიძე – ა(ა)იპ „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე; ლევან კოკორაშვილი  – ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე; ნუგზარ კოხრეიძე – ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე; გიორგი მარიამიძე – ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი; სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი; მაკა მინდიაშვილი – ა(ა)იპ „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი; ჯემალ ნათელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; ნიკოლოზ ნიკოლაძე – საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი; ქეთევან ჩაჩავა – ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი; გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი; იაგო ხვიჩია – საქართველოს პარლამენტის წევრი; ნაზი ჯანეზაშვილი – ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ნინო ლომაჯარია: ჩემი მოადგულე, გიორგი ბურჯანაძე განიხილავს, რომ ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.  მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურებ ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.   

ნინო ლომჯარია: მინდა, გისურვოთ, ჩემზე უფრო კრიტიკული სახალხო დამცველი აირჩიოთ

„მინდა, გისურვოთ, ჩემზე უფრო კრიტიკული სახალხო დამცველი აირჩიოთ,“- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.   ნინო ლომჯარია: შეგიძლიათ, გააგრძელოთ და იმეოროთ, რომ სახალხო დამცველს ომი უნდა, მაგრამ ვინ გიჯერებთ?! მან საქართველოს პარლამენტის სპიკერებსა და სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.  „ბოლოს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში სახალხო დამცველთან კონსტრუქციულად ითანამშრომლეთ. მადლობა მინდა გადავუხადო სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, რომლებიც ამ ინსტიტუტს თავდადებულად და კვალიფიციურად ემსახურებიან. რომ არა ისინი და მათი მხრიდან მხარდაჭერა, ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა ამ ფუნქციის შესრულება. დიდი მადლობა ჩემს მოადგილეებს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეებს, რომლებიც ამ 5 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის ანგარიშების განხილვას უძღვებოდნენ ხოლმე. მინდა, გისურვოთ, ჩემზე უფრო კრიტიკული სახალხო დამცველი აირჩიოთ. ასევე, ვისურვებდი, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდეგ უკვე ევროკავშირში გაწევრიანება ერთად გვეზეიმოს“, - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.  მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.  ასევე წაიკითხეთ: უმრავლესობის წევრი ნინო ლომჯარიას: რას ერჩით, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას?! ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში, პრაქტიკად ჩამოყალიბდა, ჟურნალისტების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება

ნინო ჩხობაძე: სამწუხაროდ, გარემოსდაცვითი გამოცდილება, სახალხო დამცველობის კანდიდატებს ცოტას ჰქონდათ

ჩემი შეფასების პირველი კრიტერიუმი იყო, რამდენად ჰქონდათ კანდიდატებს გამოცდილება გარემოსდაცვით სისტემებთან მიმართებით. ჩემდა სამწუხაროდ, 19 კანდიდატიდან ძალიან ცოტას ჰქონდა გამოცდილება, - ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატების შემფასებელმა, ნინო ჩხობაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ნინო ჩხობაძის თქმით, გარემოსდაცვითი გამოცდილება ძალიან ცოტა კანდიდატს ჰქონდა. „ჩემი შეფასების პირველი კრიტერიუმი იყო, რამდენად ჰქონდათ კანდიდატებს გამოცდილება გარემოსდაცვით სისტემებთან მიმართებით. ჩემდა სამწუხაროდ, 19 კანდიდატიდან ძალიან ცოტას ჰქონდა გამოცდილება. არ გამომიტოვებია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სოციალური სამართლიანობის პრინციპები – არა მარტო სამართალ- სასჯელაღსრულებით სისტემებში გამოცდილება, ადამიანის უფლებებში ან ბავშვთა უფლებებში. დღეს, 21-ე საუკუნეში ადამიანის უფლებები პირდაპირ გადაკვეთილია გარემოს დაცვით სისტემებთან და გარემოს დაცვის პრობლემატიკასთან. მით უფრო, რომ კლიმატის ცვლილება ხდება, მოსახლეობას მეტი და მეტი უჭირს. ადაპტაციურ ღონისძიებებზე, რომლებიც გასატარებელია, ჩემი ხედვით, ომბუდსმენმა უნდა დაიცვას სამართლიანობის პრინციპი, დაიცვას ადამიანის უფლება, პირველ რიგში, დაიცვას სიცოცხლის უფლება. ალბათ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ოთხი კრიტერიუმიდან, ვუყურებდი, გარემოსდაცვითი გამოცდილება ვის, როგორ ჰქონდა. ჩემთთან სიაში ლიდერობს ნუგზარ კოხრეიძე, ქალბატონი ანა აბაშიძე და ასე შემდეგ“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა სახალხო დამცველობის კანდიდატების ცხრაკაციანმა შემფასებელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა.  როგორც ცნობილია, კომისიის წევრებმა ომბუდსმენობის 19 კანდიდატი ოთხი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს. მომავალი სახალხო დამცველი პარლამენტმა 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიოს.  

დავით ასათიანი: სახალხო დამცველობის რამდენიმე კანდიდატი არაკვალიფიციურად მივიჩნიე

იყო რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც თავიდანვე არაკვალიფიციურ კანდიდატებად მივიჩნიე, - ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატების შემფასებელმა, დავით ასათიანმა განაცხადა. ნინო ჩხობაძე: სამწუხაროდ, გარემოსდაცვითი გამოცდილება, სახალხო დამცველობის კანდიდატებს ცოტას ჰქონდათ „კრიტერიუმები იყო კეთილსინდისიერება, დამოუკიდებლობა, პროფესიული კვალიფიკაცია და გამოცდილება. ოთხივე მნიშვნელოვანია ისეთი პოზიციისთვის, როგორიც არის სახალხო დამცველი საქართველოში. პირადად მე ყველა შევაფასე პროფესიული კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების კუთხით. იყო რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც თავიდანვე არაკვალიფიციურ კანდიდატებად მივიჩნიე, რადგან შთაბეჭდილება მრჩება, რეალურად, მათ წარმოდგენა ჰქონდათ, რომ jobs.ge-ზე გამოცხადებულ ვაკანსიას ავსებდნენ. ასეთი მცირე იყო და მათი შეფასებისაგან თავი შევიკავე", - განაცხადა ასათაიანმა. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა სახალხო დამცველობის კანდიდატების ცხრაკაციანმა შემფასებელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა.  როგორც ცნობილია, კომისიის წევრებმა ომბუდსმენობის 19 კანდიდატი ოთხი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს. მომავალი სახალხო დამცველი პარლამენტმა 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიოს.  

სამი ოპოზიციური პარტია ომბუდსმენის კანდიდატებად ნაზი ჯანეზაშვილს, გიორგი ბურჯანაძეს და ანა აბაშიძეს წარადგენს

„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველის კანდიდატებად ნაზი ჯანეზაშვილს, გიორგი ბურჯანაძეს და ანა აბაშიძეს წარადგენენ.  ნინო ჩხობაძე: სამწუხაროდ, გარემოსდაცვითი გამოცდილება, სახალხო დამცველობის კანდიდატებს ცოტას ჰქონდათ როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, სახალხო დამცველის თანამდებობაზე მხარს 3 კანდიდატს უჭერს. "ჩვენთვის ამოცანა არის, რომ ვიყოთ თანმიმდევრულები, დანარჩენს პროცესი გვიჩვენებს, არავის ვურჩევ "ქართულ ოცნებას" შეუვსოს ის ორი ხმა, რომელიც აკლია, თუ 2 ხმას შეუვსებ, აღარ ხარ ოპოზიცია. რაც შეეხება 7 კანდიდატის დასახელებას - თაღლითური სქემა მოიგონეს, მე ხომ არ მომიგონია და არც მხარი დამიჭერია, რომ 7 უნდა დასახელდეს, თავის სატელიტები ხომ ჰყავთ, "სოციალისტები" ჰყავთ, სხვები ჰყავთ, წარადგენინონ მათ კანდიდატები,", - განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა სახალხო დამცველობის კანდიდატების ცხრაკაციანმა შემფასებელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა.  მომავალი სახალხო დამცველი პარლამენტმა 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიოს.  

ნინო ლომჯარია საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელების განხილვას სთხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განიხილოს ის კონსტიტუციური სარჩელები, სადაც მოთხოვნილი აქვს სადავო ნორმების შეჩერება. სახალხო დამცველი, როგორც საკონსტიტუციო სამართალწარმოების მხარე, ამ დროისთვის, მის სამ კონსტიტუციურ სარჩელში ითხოვს სადავო ნორმის შეჩერებას. "ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული სარჩელებიდან 2, უშუალოდ შეეხება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოებას. კერძოდ, 1684-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი შეეხება გარკვეული კატეგორიის პირთათვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით თანასწორად სარგებლობის უფლების შეზღუდვას. #1724 კონსტიტუციური სარჩელით კი, სადავოდაა გამხდარი 2022 წლის 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც ბათუმში შესაძლებელი გახდა მშენებლობების განხორციელება შენობა-ნაგებობის მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების, ევაკუაციის ნორმების დაუცველად. სახალხო დამცველის 1700-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელით სადავოდაა გამხდარი 2021 წლის დეკემბერში, დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები, რომლებითა: ოთხჯერ გაიზარდა მოსამართლეთა სხვა სასამართლოში არა-ნებაყოფლობით მივლინების ვადები; ასევე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის პროცესში გაჩნდა მოსამართლეთა საქმიდან ჩამოცილების შესაძლებლობა, რაც შესაძლებლობას იძლევა რომ მოსამართლეს მყისიერად შეუწყდეს უფლებამოსილება. მხედველობაშია მისაღები, რომ ანალოგიური შინაარსის კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე მიმართეს მოქმედმა მოსამართლეებმაც. თავის მხრივ, ამ სარჩელების საფუძვლიანობა გაიზიარა ვენეციის კომისიამაც", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს იწურება.  

მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებლად მივიჩნევ - ანა აბაშიძე

მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებლად მივიჩნევ, - ამის შესახებ ასე უპასუხა სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ანა აბაშიძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეკითხვას. "მე შემიძლია, ბევრი შემთხვევა გავიხსენო. უფრო მეტიც, მე ვმუშაობდი მაშინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ერთ-ერთ საქმეზე, როდესაც მან სრულიად სამარცხვინოდ პარლამენტის ტრიბუნიდან პატარა ბიჭს, მიხეილ ალექსიძეს, რომელიც იყო 53-ე სკოლის მოსწავლე, მერვე კლასელი, აი ამ ადამიანს უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა "ხულიგანი" ეძახა. მათ შორის, მე ვიყავი ავტორი ამ ბავშვის საქმის პრაქტიკულად გამოძიების", - განაცხადა აბაშიძემ. ცნობისთვის, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენენ.  

გაეროს კოორდინატორი: საქართველო ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც ომბუდსმენს A რეიტინგი აქვს, რაც ყველაზე მაღალი შეფასებაა

საქართველო ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც ომბუდსმენს A რეიტინგი აქვს, - ამის შესახებ საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლიმ განაცხადა. მისი თქმით, ომბუდსმენის ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია საქართველოში. „საქართველო ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც ომბუდსმენს A რეიტინგი აქვს. ასე რომ, ეს ნიშნავს ყველაზე მაღალ შეფასებას, რაც მათ შეუძლიათ მიიღონ GANHRI-გან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაგრძელდეს. მომავალ წელს ისინი კვლავ განიხილავენ საქართველოს ომბუდსმენს და შეაფასებენ, თუ რეიტინგი კვლავ A არის. ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ომბუდსმენის არჩევის პროცესი იყოს ინკლუზიური და ყველა კანდიდატის განხილვა მოხდეს“, - აღნიშნა საბინე მახლიმ. ცნობისთვის, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო რეგლამენტში შესატანი ცვლილები, რომელიც სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესს შეეხება. ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავდა, მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა. მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.  

ნაზი ჯანეზაშვილი ომბუდსმენის შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს

"პროცესი მიკერძოებულია და "ქართულმა ოცნებამ" ის ერთგვარ შოუს დაამსგავსა", - სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ჯანეზაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.  "არ ვაპირებ, რომ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა, თუმცა ამავდროულად, არ ვაპირებ, რომ მონაწილეობა მივიღო გასაუბრებაში. მოგახსენებთ მიზეზებს: თავდაპირველად ჩემი ინტერესი იმისა, რომ მიმეღო ამ პროცესშ მონაწილეობაგანპირობებული იყო იმით, რომ საქართელოსთვის ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების თვალსაზრისით და მივიჩნიე, რომ ეს შეძილებოდა ყოფილიყო გამონაკლისი და ხელისუფლებას მართლაც შეერჩია კომპრომისის შედეგად პრინციპული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კანდიდატი. თუმცა, სამწუხაროდ, გასაუბრების პროცესმა, მე არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ისინი, რეალურად, ისახავენ მიზნად, რომ შეღაცონა სეთი კანდიდატი, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის მისაღები, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, პრინციპული, კვალიფიცური და დააკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე და რომელიც არის მნიშვნელოვანი იმისთის, რომ ქვეყანას ჰყავდეს ძალიან ღირსეული სახალხო დამცველი. ეს არის ერთგვარი შოუ და ამიტომ გადავწყვიტე, რომ არ მივიღო ამ პროცესში მონაწილეობა, - განაცხადა ჯანეზაშვილმა. მისივე თქმით, კანონით, რეგლამენტით და პროცედურებით, რომელიც დააწესა საქართველოს პარლამენტმა, არ არი სავალდებულო გასაუბრებაზე გასვლა, ამიტომ მე ვიყენებ ამ შესაძლებლობას. არ ვაპირებ, მივიდე გასაუბრებაზე, სადაც ერთგვარო შოუ და სპექტაკლები იდგმება, - თქვა ჯანეზაშვილმა.  ცნობისთვის, პარლამენტმა დღეს  კანდიდატების ბოლო სამეულს, ნაზი ჯანეზაშვილს, გიორგი  ცობეხიას და  იაგო ხვიჩიას უნდა მოუსმინოს.   

იაგო ხვიჩია: მინდა გთხოვოთ, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ მხარი დამიჭიროთ სახალხო დამცველის თანამდებობაზე

მინდა გთხოვოთ, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ მხარი დამიჭიროთ სახალხო დამცველის თანამდებობაზე, ამით შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმას, -ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მინდა გთხოვთ, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, პრემიერს გუნდთან ერთად, რომ მხარი დამიჭიროთ სახალხო დამცველის თანამდებობაზე და ამით შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმა. არა იმის გამო, რომ მე დამიჭიროთ მხარი, არამედ იმის გამო, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება მე ვიყო იმის გასაღები, რომ კონსენსუსი შედგეს. ისევე როგორც შეიძლება მე ვიყო გასაღები, რომ პარლამენტმა და სახალხო დამცველმა დაპირისპირების ნაცვლად თანამშრომლობა შეძლოს“,- აღნიშნავს ხვიჩია. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა სახალხო დამცველობის კანდიდატების ცხრაკაციანმა შემფასებელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა.  კომისიის წევრებმა ომბუდსმენობის 19 კანდიდატი ოთხი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს. მომავალი სახალხო დამცველი პარლამენტმა 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიოს.  

მომავალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს - ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციაც, რომ დამოიკიდებელი სახალხო დამცველი იყოს არჩეული. ამასთან, მისივე თქმით, მომავალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს.  "ჯერჯერობით ყველაფერი მიდის კარგად, პრეტენზიები შეიძლება იყოს ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, ნამდვილად გამჭირვალე პროცესი იყო. ახლა მთავარია შედეგი. ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციაც ის არის, რომ არჩეული იყოს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი. არ მაქვს ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს პოლიტიკური მოლაპარაკებები ან რა ეტაპზეა. შესაძლებელია, არ იქნას არჩეული, რადგან „ოცნებას“ ოფიციალურად არ აქვს საკმარისი ხმების რაოდენობა და ოპოზიციიდან რაზე შეთანხმდებიან, ვინ, რა კონსენსუსზე წავა, ჩემთვის ცნობილი არ არის“, – განაცხადა ლომჯარიამ. შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის ვადა 7 დეკემბერს ეწურება.  

აშშ-ის საელჩო: სახალხო დამცველის აპარატი გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვაში

აშშ-ის საელჩო საქართველოში, ელჩი კელი დეგნანისა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვედრის შემდეგ, ინფორმაციას ავრცელებს.  კელი დეგნანი ომბუდსმენს: ძვირფასო ნინო, ნამდვილი ჩემპიონი იყავით „სახალხო დამცველის აპარატი გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვაში და უზრუნველყოფს მოქალაქეების წინაშე სახელმწიფო ინსტიტუტებისა და თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულებასა და პასუხისმგებლობას. დღეს ელჩი დეგნანი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და მის გუნდს შეხვდა ადამიანის უფლებების გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე სასაუბროდ, და მათთვის საქართველოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობის გადასახდელად“, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.  

მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველობის კანდიდატი ყველასთვის თანაბრად მისაღები იყოს - პაპუაშვილი

მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის, იმ კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მიღებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ფრაქციებს შორის კონსულტაციების შედეგად შესაძლებელი გახდა 19-კაციანი სიის შემცირება რვა კანდიდატამდე. „ახლა მთავარია, ყველა ამ პასუხისმგებლობით მიუდგეს საკითხს, რომ მნიშვნელოვანია, იყოს კვალიფიციური უმრავლესობ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ გადამწყვეტი ხმები აქვს „ქართულ ოცნებას“ და საჭიროა, სწორედ ასე მიუდგეს ჩვენი ოპოზიციაც. მნიშვნელოვანია, კანდიდატი, რომელზეც ჩვენ გვექნება საუბარი, მისაღები იყოს ყველასთვის, მაგრამ განსაკუთრებით აქ საუბარია „ქართული ოცნების“ დარწმუნებაში, რომ ესა თუ ის კანდიდატი იქნება საუკეთესო ამ თანამდებობაზე. ვნახოთ, ჩვენ გვექნება ამ საკითხებზე კონსულტაცია. იმ მომენტში, როგორც კი დავინახავ, რომ არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა კანდიდატის გარშემო, კენჭისყრა ჩატარდება და ავირჩევთ ახალ სახალხო დამცველს. კიდევ ერთხელ აქ მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის, იმ კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, ვერც ერთი ფრაქცია ცალკე ვერ აირჩევს სახალხო დამცველს. ამავე დროს, სახალხო დამცველის არჩევა შეუძლებელია „ქართული ოცნების“ ხმების გარეშე. ამ მოცემულობით და იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში წარმოადგენს ხმების უმრავლესობას, მნიშვნელოვანია, რომ ამ სხვადასხვა წონის გათვალისწინებით, ფრაქციებმა იმსჯელონ და შევთანხმდეთ საერთო კანდიდატზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.  

არ გვჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც იქნება კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსი - წულუკიანი

ვინ იქნება სახალხო დამცველი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ეს უნდა იყოს პირველ რიგში მიუკერძოებელი ადამიანი, ნეიტრალური და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ყველას სახალხო დამცველი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. პარლამენტმა ცესკოს ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩია „გვჭირდება ის სახალხო დამცველი, რომელიც ნამდვილად არის ყველას სახალხო დამცველი, რომ მას არ მოერიდება დაიცვას საქართველოს სოფლებში მცხოვრებელი თითოეული მოქალაქის უფლებები. ვინც არ უნდა იყოს ის, რომელ პარტიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს. ასევე დასრულებული დიდი ქალაქებით და გაგრძელებული პატიმრებით. ჩვენ არ გვჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც იქნება ორი ან სამი კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსი პატიმრის უფლებების დამცველი. ჩვენ გვჭირდება სახალხო დამცველი, ვინც ყველას უფლებებს დაიცავს. ასეთი კანდიდატია მოსაძებნი. შესაბამისად, ის, ვისაც ოპოზიცია უჭერს მხარს, ზოგიერთი მათგანი არის მხარდაჭერილი, რადგან იმედი აქვთ, რომ მხოლოდ მათ უფლებებს დაიცავს. ჩვენ კი გვჭირდება სრულიად სხვა მასშტაბისა და სხვა მიდგომების კანდიდატი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.  

პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია

რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა  სახალხო დამცველის კანდიდატებიდან თითოეულს უყარა კენჭი, თუმცა ხმების საჭირო რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საშემოდგომო სესიის ფარგლებში, თითოეულ წარდგენილ კანდიდატთან  დაკავშირებით გაიმართა საკომიტეტო მოსმენები. თუმცა ფრაქციები კანდიდატურებზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც სახალხო დამცველის არჩევა მიმდინარე წელს  ვერ მოხერხდა. ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილი კანდიდატები იყვნენ: ანა აბაშიძე,  მარიკა არევაძე, გიორგი ბურჯანაძე , ლელა გაფრინდაშვილი,  სოფიო დემეტრაშვილი,  თინათინ ერქვანია, ევგენია თავაძე, ალექსანდრე კობაიძე, ლევან კოკორაშვილი, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, სერგო მახარაძე, მაკა მინდიაშვილი, ჯემალ ნათელაშვილი, ნიკოლოზ ნიკოლაძე, ქეთევან ჩაჩავა, გიორგი ცობეხია, იაგო ხვიჩია, ნაზი ჯანეზაშვილი. სახალხო დამცველი სახელობით კენჭისყრაზე 90 ხმით აირჩევა. მმართველ პარტიას ხმების საკმარისი რაოდენობა არ აქვს და მას კანდიდატის მხარდასაჭერად ოპოზიციასთან შეთანხმება სჭირდება. ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა. ომბუდსმენის მოვალეობას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ასრულებს.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლომჯარიასა და მის გუნდს ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდო გადასცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასა და მის გუნდს ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდო გადასცა. „ქალბატონი ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველის პოსტს 2017-2022 წლებში იკავებდა. მისი ხელმძღვანელობით სახალხო დამცველის აპარატი ფართოდ განიხილებოდა ყველაზე დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტად საქართველოში. თანამდებობაზე მისი ყოფნის დროს ნინო და მისი გუნდი მხარს უჭერდა ადამიანების უფლებების დაცვის გაძლიერებას, ზოგჯერ ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, მათ შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა. სახალხო დამცველის აპარატი მუშაობდა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, პატიმრების, ლგბტქ+ პირებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დასაცავად. პოლიტიკური კუთვნილების გარეშე ცდილობდა აეშენებინა დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც შეესაბამება მისი მოქალაქეების ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.    

მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს თამარ გვარამაძეს მიმართავს და მასთან სამედიცინო კონსილიუმის გაგზავნას სთხოვს. მიმართვას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „მეც და ჩემმა წარმომადგენლებმაც არაერთხელ მოგმართეთ წინა დღეებში თხოვნით, გამოაგზავნოთ თქვენი სამედიცინო კონსილიუმი. ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა და თქვენ გარდა არავის აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის. იმედია, ამას განახორციელებთ უახლოეს დღეებში და ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა ამაში ხელს ვერ შეგიშლით”, - წერს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოშ საფრანგეთის საელჩო Facebook გვერდზე ავრცელებს. „დღეს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი, შეხვდა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა, რათა მისთვის ეცნობებინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა იგი ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ეს ჯილდო ნინო ლომჯარიას გადაეცემა მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ამ ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუტიციის სათავეში შეასრულა. გულწრფელად ვულოცავთ მას“, - იუწყება საფრანგეთის საელჩო. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლომჯარიასა და მის გუნდს ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდო გადასცა.  

პაპუაშვილი სახალხო დამცველობის კანდიდატად ლევან იოსელიანის დასახელებაზე: საინტერესო ინიციატივაა, ვნახოთ, განვიხილავთ უმრავლესობაში

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს უმრავლესობაში განიხილავენ. „საინტერესო ინიციატივაა. ვნახოთ, განვიხილავთ უმრავლესობაში. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ყველანაირად თუ შევხედავთ - რაციონალურად, პოლიტიკურად პრაგმატულად, უმრავლესობა დაინტერესებულია, რომ პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევა შეძლოს. ეს ჩვენი ამოცანა და ინტერესია, ამიტომ იყო, რომ ყველანაირად ვცდილობდით, ოპოზიციისთვის შეგვეთავაზებინა ფორმატი, სადაც იგრძნობდნენ, რომ მონაწილენი არიან და ჩვენც თანაბრად მონაწილენი ვიქნებოდით. პოლიტიკოსია და ეს თავისთავად პოლიტიკურ დატვირთვას აძლევს. ამიტომ ვიმსჯელებთ. პოლიტიკურ მიკერძოებას რაც შეეხება, არიან გაცხადებული პოლიტიკოსები, რომლებიც უფრო მეტად ნეიტრალურები არიან, ვიდრე ზოგიერთი არაპოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკურად უფრო მეტად მიკერძოებულია, მედიაში თუ არასამთავრობო სექტორში. მანაც უნდა გვითხრას, რატომ გადაწყვიტა კანდიდატურის დაყენება, რა საფუძველი და მიზნები აქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. შეგახსენებთ, „მოქალაქეებმა“ ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად დაასახელა.  

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სახალხო დამცველის არჩევა, 12-პუნქტიან გეგმაში ეს ერთ-ერთი კომპონენტია - კალაძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სახალხო დამცველის არჩევა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა, 12-პუნქტიან გეგმაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ერთ-ერთი კომპონენტი არის ეს მიმართულება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტი რეგლამენტში გათვალისწინებულ წესს დაუბრუნდა - პაპუაშვილი „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ ეს დათქმა, რაც იყო წარმოდგენილი, ზედმიწევნით იყოს შესრულებული, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის სტატუსი. ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი თუ არ იქნება, შეიძლება, ყოველთვის მიკერძოებული იყოს, ეს მათი მიდგომა და დამოკიდებულებაა, მესმის კარგად. მესმის მათი განწყობა, დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ისინი არ არიან ხელისუფლებაში, ყველაფერი წყალს წაუღია, საერთოდ არ აინტერესებთ არც ხალხი, არც ქვეყანა“, – განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.  

სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტი რეგლამენტში გათვალისწინებულ წესს დაუბრუნდა - პაპუაშვილი

სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტი რეგლამენტში გათვალისწინებულ წესს დაუბრუნდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები განმარტა. „სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, წინა ჯერზე, ჩვენ სპეციალური პროცედურა შემოვიღეთ რეგლამენტში, რომელიც მრავალსაფეხურიანი იყო და გარკვეული ვადებით გაწერილი, მაშინ, სამწუხაროდ, შედეგიანად ვერ დასრულდა. ეს იყო ერთჯერადი პროცედურა, შესაბამისად, პარლამენტი დაუბრუნდა რეგულარულ, რეგლამენტში გათვალისწინებულ წესს, რომელიც გულისხმობს, რომ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს, პარლამენტის შვიდ წევრს შეუძლიათ, დაასახელონ კანდიდატი. ეს არის მთელი პროცედურა დასახელების და ამ კანდიდატის დასახელების საკითხს შემდეგ განიხილავს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და უკვე შემდეგ პლენარულ სხდომაზე ჭირდება 90 ხმა", - განაცხადა პაპუაშვილმა.  

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველია

ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად 6 წლის ვადით არჩევას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არცერთი დეპუტატი არ წასულა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ლევან იოსელიანს ვადაზე ადრე შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება. დადგენილება კი, ამოქმედდება მიღებისთანავე. „ბატონო ლევან, გილოცავთ სახალხო დამცველად არჩევას და გისურვებთ წარმატებულ სამსახურს ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. სახალხო დამცველის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. მან 96 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში, ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან რთულ მომენტში, დამეკისრა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ და ყველას, ვინც ნდობა გამოხატეთ ჩემს მიმართ მინდა მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე, სახალხო დამცველად არჩევის შემდეგ. ომბუდსმენად არჩევის შემდეგ, მან საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა სამ პოლიტიკოს ქალს, რომლებმაც მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. „ტრიბუნაზე გამოვედი მხოლოდ იმის სათქმელად, რომ სამ მამაც ქალს გადავუხადო მადლობა: თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც ერთი კვირის განმავლობაში უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს იმისთვის, რომ ჩემთვის არ მოეცათ ხმა. ეს იყო მათზე განხორციელებული „ბულინგი“ და მიუხედავად ამისა, მათ უერთგილეს თავიანთ სიტყვას და პრინციპს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალების იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყანაში. ქალების, რომლებიც ბევრად უფრო მამაცები არიან, ვიდრე კაცები, რომლებიც აქ უბრალოდ იმიტომ არ სხედან, რომ ვერ შემომხედავდნენ თვალებში“, - განაცხადა იოსელიანმა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს შალვა შავგულიძემ, სალომე სამადაშვილმა, რომან გოცირიძემ და ანა ნაცვლიშვილმა. „ნაციონალური მოძრაობა“ და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია - „საქართველოსთვის“ სხდომას არ ესწრებოდნენ.  

სახალხო დამცველი: თანადგომას ვუცხადებ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს, გამოვთქვამ მზადყოფნას, შევისწავლოთ მათი ინდივიდუალური საქმეები

 საზოგადოების წევრების და განსაკუთრებით, პოლიტიკოსების მსგავსი გამონათქვამები კიდევ მეტად აძლიერებს ძალადობის მსხვერპლების მიმართ ისედაც არსებულ სტერეოტიპებს, - საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის მიერ მათ მიმართ მედიის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გახმაურებულ ფაქტებს და სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლების სურვილისა და მომართვის შემთხვევაში მათი საქმეები შეისწავლოს. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის მიერ მათ მიმართ მედიის ხელმძღვანელის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გახმაურებულ ფაქტებს და იმ თანმდევ მოვლენებს რაც ამ გახმაურებას მოყვა. სახალხო დამცველი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში, ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათი ინდივიდუალური საქმეები. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი აგრესიას სავარაუდო მსხვერპლებისადმი მიმართავს - მათ მონათხრობს უაპელაციოდ ეჭვქვეშ აყენებენ, მიუთითებენ, რომ მათ სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი მხოლოდ წლების შემდეგ დაიწყეს, რისი მიზანიც სავარაუდო შემავიწროებლის რეპუტაციის შელახვაა, სავარაუდო შემავიწროებელს კი მხარდაჭერას უცხადებენ. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საზოგადოების წევრების და განსაკუთრებით, პოლიტიკოსების მსგავსი გამონათქვამები კიდევ მეტად აძლიერებს ძალადობის მსხვერპლების მიმართ ისედაც არსებულ სტერეოტიპებს, ახალისებს მათ მიმართ დისკრიმინაციას და დამატებით სოციალურ ბარიერს უქმნის, რომ მომავალში საკუთარ მძიმე გამოცდილებებზე ისაუბრონ და მიმართონ შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს. ამავე დროს, სახალხო დამცველს სურს ყურადღება გაამახვილოს ამ მოვლენების მედიაგაშუქების საკითხზე. სახალხო დამცველი თემის მნიშვნელობისა და სენსიტიურობიდან გამომდინარე, მედია საშუალებებს მოუწოდებს, რომ პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პირადი ცხოვრების, სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს და გაითვალისწინონ საქართველოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულება, რომელიც მაუწყებლებს ავალდებულებს მიიღონ ყველა ზომა, ეთერში გაჟღერებული ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები. ამასთანავე, სახალხო დამცველი დაინტერესდება სისხლის სამართლის გამოძიების მსვლელობით, რომელიც, კერძო პირის განცხადებით, ცრუ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. სახალხო დამცველი ასევე შეახსენებს საზოგადოებას, რომ დაუშვებელია და მიუღებელია ჟურნალისტთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა”, - ნათქვამია განცხადებაში.  

სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მონიტორინგის მექანიზმი შენარჩუნებულია და პროცესს შეფერხება არ ემუქრება - იოსელიანი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც ომბუდსმენს აქვს, შენარჩუნებულია და პროცესს შეფერხება არ ემუქრება, - საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მის გადაწყვეტილებას ელოდებიან. სახალხო დამცველის განცხადებით, კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა.  „სახალხო დამცველი გასულ კვირას შეხვდა კონსილიუმის წევრებს და მიაწოდა მათ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის სურვილის შესახებ, მოენახულებინა იგი კონსილიუმს. ამასთან, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ კონსილიუმს მისი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა ექნებოდა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს შენარჩუნებულია და ამ პროცესს მისგან არანაირი შეფერხება არ ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

სახალხო დამცველი ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ზედამხედველობას გაუწევს

ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ზედამხედველობას გაუწევს. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ბრალდებული 31 მარტს მოინახულა. „სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ახლახან მოინახულა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ესაუბრა მას როგორც მისი დაკავების, ისე დაწესებულებაში განთავსების პირობებზე. სახალხო დამცველის აპარატი, საქმის მიმდინარეობის პროცესში, ზედამხედველობას გაუწევს, როგორც მისი საპროცესო უფლებების დაცვის, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს", - დაწერა ლევან იოსელიანმა Facebook-ზე. მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალი ოფიციალურად მას წინასწარი დაკავების იზოლატორში, 30 მარტს წარუდგინეს. ლაზარე გრიგორიადისის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი, დიმიტრი ნოზაძე იცავს. ია ამბობს, რომ 21 წლის ახალგაზრდა 29 მარტს, საღამოს, ქუჩაში, მას შემდეგ დააკავეს, რაც მეგობრის სახლი დატოვა. შსს-მ 29 მარტს განაცხადა, რომ დაკავებულია პირია, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს. შეგახსენებთ, ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს თბილისში ხალხმრავალი აქციები მოჰყვა. კანონპროექტი საერთშორისო საზოგადოების მოწოდებებისა და სამოქალაქო პროტესტის ფონზე გაიწვის, მეორე ვარიანტი კი, რომელიც პირველი მოსმენით იყო მიღებული, ჩააგდეს.  

ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოვინახულეთ - იოსელიანი

ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, - ინფორმაციას სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა მისივე განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ახლახანს მოინახულა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ესაუბრა მას როგორც მისი დაკავების, ისე დაწესებულებაში განთავსების პირობებზე. "სახალხო დამცველის აპარატი, საქმის მიმდინარეობის პროცესში, ზედამხედველობას გაუწევს, როგორც მისი საპროცესო უფლებების დაცვის, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს", - აღნიშნავს იოსელიანი. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას დარბაზში, ბრალდებულის მომხრეების მხრიდან მოჰყვა ხმაური და შეძახილები - „რუსებო", „მონებო". ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას მისი ადვოკატები გაასაჩივრებენ. „ამ ეტაპზე საქმის მასალებს დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ რაც შეეხება ამოცნობასთან და იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას, როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდებულს ნიღაბი ეკეთა და იდენტიფიცირება როგორ მოხდა და ა.შ, ამასთან დაკავშირებით, ყველა მტკიცებულებას დეტალურად გავეცნობი და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ, რა იყო და როგორ იყო“, - განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ. „ამჯერად, მე მინდა, დუმილის უფლება გამოვიყენო, გავიარო ადვოკატებთან და თავიდან მივცე ჩვენება", - განაცხადა ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა და აღნშნა, რომ გამოძიებისთვის ხელახლა სურს ჩვენების მიცემა. ბითაძე აქვე განმარტავს, თუ რატომ შეცვალა ბრალდებულმა პოზიცია და რატომ განაცხადა, რომ დუმილის უფლებას იყენებს. „თვითონ განმარტა, რომ ამ ეტაპზე დუმილის უფლება გამოიყენოს. იმ მომენტში, როდესაც ჩვენებას ვაძლევდი ვიყავი ძალიან არჩეულიო, ამიტომ კონსულტაციას გავივლი თქვენთან და ახლა თუ შეიძლება ჩემი პოზიცია დუმილის უფლება იყოსო. რა თქმა უნდა, ჩვენ განვუმარტეთ, რომ შეიძლებოდა დუმილის უფლება გამოეყენებინა, ეს მისი უფლებაა“. პროკურატურა გრიგორიადისის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. საქმეზე წინასასამართლო სხდომა პირველ მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.  

რა განაცხადეს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრებმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მონახულების შემდეგ

ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, თენგიზ წულაძემ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ კიდევ უფრო მეტად გამოიხატა კახექსიის მდგომარეობა და სისუსტე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, სერიოზული ჩარევები სჭირდება, რათა მისი სიცოცხლე გადარჩეს. სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის ჯგუფის წევრები დასკვნას ორშაბათს ან სამშაბათს გამოაქვეყნებენ. წულაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაადგილებისას, დაცემის მაღალი რისკი აქვს. „წონა მეტად დაკლებულია, 63 კილოგრამია. კიდევ უფრო მეტად გამოიხატა კახექსიის მდგომარეობა და სისუსტე. მისი მდგომარეობა მძიმეა, სერიოზული ჩარევები სჭირდება, რათა მისი სიცოცხლე გადარჩეს. ვეღარ იტყვი, როდის, რა სისწრაფით დამძიმდება პაციენტი. პროგნოზირება ძალიან ძნელია. კომბინირებული და რთულად სამართავი პაციენტია. გადაადგილება შეუძლია, რამდენიმე მეტრს გაივლის. ეს არ არის ის, რაც ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია. გადაადგილებისას, სავარაუდოდ, დაცემის მაღალი რისკი აქვს. მისი წამოდგომა და გადაადგილება რისკთან არის დაკავშირებული მაშინაც კი, როდესაც პალატიდან საპირფარეშოში შესვლას დააპირებს. არაერთხელ ვთქვით, რომ მგონი „ვივამედის" კლინიკაც ამ აზრზეა ახლა, რომ მისი მკურნალობა აღარ უნდა გაგრძელდეს ამ კლინიკაში. ჩვენი აზრია, რომ საზღვარგარეთ უნდა წავიდეს და იქ უმკურნალონ, ესენი ფიქრობენ, რომ გაათავისუფლონ. ისინი საუბრობენ, რომ სჯობს, სხვაგან გაგრძელდეს მისი მკურნალობა, ან სხვა ტიპით“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ მედიასთან. თავის მხრივ, კონსილიუმის კიდევ ერთმა წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ საქართველოს პირობებში, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავს პატიმრად გრძნობს და სტრესი არ ეხსნება, რამაც ეს დაავადება გამოიწვია, ნებისმიერი კლინიკაში იგივე რეზულტატი იქნება. „კლინიკა „ვივამედმა” ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა, სადაც ითხოვენ სხვა დაწესებულებაში გადაიყვანონ. იქ არ არის ნათქვამი, რომელ დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ. მე ძალიან კარგად მესმის ამ კლინიკის თანამშრომლების და დირექციის, უკვე 10 თვეა მიხეილ სააკაშვილი აქ იმყოფება. ყველა მხრიდან დიდი წნეხი აქვთ და რეზულტატებიც არ აქვთ, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და არ უმჯობესდება. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენი პოზიცია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, აპრილის დასკვნაში დავწერეთ, ჩვენს პირობებში მისი გამოჯანმრთელება შეუძლებელია. ის რამაც გამოიწვია ეს დაავადება, სტრესი ადამიანს არ ეხსნება. იმ გარემოში იმყოფება, რომელ გარემოშიც დაავადდა, არანაირი აზრი არ აქვს ერთი კლინიკიდან მეორე კლინიკაში გადაყვანას, ან კიდევ სხვაგან ან ვიღაცის ჩამოყვანას, ერთი ან ორი სპეციალისტის ჩამოყვანას. თუ ჩვენ გვინდა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და დავიცვათ, უმჯობესი იქნება, რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იყოს, მე არ მინდა ვისაუბრო ამ საკითხზე, გადავადება იქნება თუ დროებით გადაყვანა. ვფიქრობ, საქართველოს პირობებში, სადაც ის თავს პატიმრად გრძნობს, სადაც არ ეხსნება ეს სტრესი, რამაც ეს დაავადება გამოიწვია, ნებისმიერი კლინიკაში იგივე რეზულტატი იქნება”, - აღნიშნა გიორგი გრიგოლიამ. „დღეს ჩვენ ვესაუბრეთ კლინიკა ,,ვივამედის” დირექტორს, ნინო ნადირაძეს. ჩვენ დღეს სხვა ექიმებთან არ გვისაუბრია. დღეს მისი სამედიცინო ისტორია არ გვინახავს, დანიშნულება ვნახეთ. ჩვენ ბოლო ორი კვირის ისტორია არ გვინახავს. პრინციპში დიდი ცვლილებები არ იქნება. დასკვნას ორშაბათს ან სამშაბათს გამოვაქვეყნებთ. შეიძლება თეორიულად დავუშვათ, რომ ადგილი თვითდაზიანებას აქვს. რას ვგულისხმობ თვითდაზიანებაში, განზრახ არ ჭამდეს საჭმელს და ისევ შიმშილს აგრძელებდეს?კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი კონსილიუმის წევრ ექიმებს ასეთი შთაბეჭდილება არ რჩება, მაგრამ არიან ექიმები, რომლებიც ასე თვლიან. შედეგი ახლა არის ძალიან ცუდი, რადგან არის საშინელი კახექსია, კუნთების განლევა, უჭირს ადგომა. 10 თვის მკურნალობის შედეგად დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაცილებით უფრო უარესია, ვიდრე მაისში, როცა ამ კლინიკაში შემოვიდა. შესაბამისად, იმას არ ვამბობ, რომ ეს კლინიკა არაკომპეტენტურია და მათ არ შეუძლიათ მკურნალობა, ეს შედეგი დადგებოდა ნებისმიერი ქვეყნის კლინიკაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის მოხსნილი ის მიზეზი, რამაც ეს დაავადება გამოიწვია”, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა

სახალხო დამცველმა 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. ლევან იოსელიანის განცხადებით, ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა. ომბუდსმენის ანგარიშში წარმოდგენილია 2022 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე მიმოხილულია სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების/წინადადებების შესრულების მდგომარეობა. ანგარიშში საუბარია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე. ანგარიშის თანახმად, მკურნალობამ, რომელიც პაციენტს მიეწოდებოდა, შედეგი ვერ გამოიღო და სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. „საგულისხმოა, რომ მიხეილ სააკაშვილი დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობით, 2022 წლის 12 მაისს სამოქალაქო პროფილის კლინიკა „ვივამედში“ მოათავსეს, სადაც ის ამ დრომდე იმყოფება. მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას წინ უძღოდა სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექსპერტთა დასკვნა, რომლის თანახმადაც, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნად გაუარესებულად შეფასდა. 2022 წლის 27 აპრილის დასკვნაში სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის (ნევროლოგიური სტატუსის მიმართულებით) არსებითი გაუმჯობესება დინამიკაში ვერ გამოვლინდა. ექსპერტთა ჯგუფმა, სხვა საკითხებთან ერთად, პირდაპირ მიუთითა, რომ არ/ვერ შესრულდა სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. მედიკამენტოზურმა მკურნალობამ, რომელიც ამ პერიოდის შემდეგ პაციენტს მიეწოდებოდა, შედეგი ვერ გამოიღო და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. დამატებით, საგულისხმოა, რომ ექსპერტთა ჯგუფმა 2022 წლის 6 დეკემბერს გასცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ერთ წელზე მეტი ხნის (14 თვე) განმავლობაში, ეპიზოდურად მნიშვნელოვნად მძიმდება, ხოლო უკანასკნელი თვეების განმავლობაში მკვეთრად არის გაუარესებული და ფასდება როგორც მძიმე. პაციენტის მართვა ვერ ხერხდება პროაქტიულ რეჟიმში და მკურნალობის მიდგომები სხვადასხვა გართულებაზე რეაგირებით შემოიფარგლება. მართალია, პაციენტს უტარდება მრავალი კვლევა, თუმცა არ ჩანს დაავადების მართვის რაიმე ლოგიკური სტრატეგია. მოსალოდნელი შეუქცევადი ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დროული და ძირეული ზომების მიღება. ზემოაღნიშნული სამედიცინო შეფასებების საფუძველზე, სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების/გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავდა. სახალხო დამცველი სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში აღნიშნავდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მინიმუმ აკმაყოფილებდა განაჩენის აღსრულების გადავადების სტანდარტს, რადგან იგი დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც სასჯელის მოხდას ხელს უშლის. სახალხო დამცველის მოსაზრება ეყრდნობოდა როგორც შიდა ეროვნულ, ისე ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ამის მიუხედავად, 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებით, სასამართლომ უარი განაცხადა მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებაზე, ისევე როგორც, სასჯელის გადავადებაზე. სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა პატიმარს დააკისრა და განმარტა, რომ ვერ დარწმუნდა, რომ პატიმრისთვის მიწოდებული სამედიცინო დახმარება არაადეკვატურია. გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განჩინებით. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების დინამიკა, დამძიმებული მდგომარეობის ხანგრძლივობა, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნები და პროგნოზები, ექსპერტთა რეკომენდაციების შეუსრულებლობის გარემოებები და მდგომარეობის ლეტალურ გამოსავლამდე დამძიმების მაღალი რისკები, ამ საქმეს აქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სივრცეში. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე პატიმრობა შეიძლება ჩაითვალოს არაადამიანურ მოპყრობად“,-აღნიშნულია ანგარიშში.  ნიკა გვარამიას საქმე ომბუდსმენის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება პოლიტიკური მოტივით ხასიათდება. „ამას განაპირობებს არაერთი გარემოება: პირველ რიგში, კრიტიკული ტელეკომპანიის დამფუძნებლისა და მედიამენეჯერისთვის, თავისი შინაარსით კორპორაციული სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხისთვის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. აგრეთვე, მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები იყო დაუსაბუთებელი, როგორც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის და მსჯავრდების, ასევე, თავისუფლების აღკვეთის გამოყენების ნაწილში. ეს გარემოებები იმაზე მიანიშნებს, რომ მის მიმართ დაწყებული პროცესი არა მართლმსაჯულების ინტერესით, არამედ პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული“,-აღნიშნულია ანგარიშში. ომბუდსმენის შეფასებითვე, ცალსახად იკვეთება ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსების, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიის, „მთავარი არხის“ საქმიანობისგან ჩამოშორებით დაინტერესება. „მართლმსაჯულების განხორციელებისას გამოვლენილი არსებითი ხარვეზები ნათლად ადასტურებს, რომ საქმეში არსებულ კანონიერ მიზანს პოლიტიკური მიზანი გადაწონის. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, რომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენები სისხლის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს არ შეესაბამება და აქვს დასაბუთებულობის პრობლემა. სახალხო დამცველის შეფასება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს ეფუძნება. სახალხო დამცველის შეფასებით, ზემოაღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელდა პოლიტიკური მართლმსაჯულება და დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი (ადამიანის უფლებების შეზღუდვა არაკონვენციური/პოლიტიკური მოტივით). ეს არ არის პირველი შემთხვევა - სახალხო დამცველმა, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე, პოლიტიკური მოტივის არსებობის საფუძვლით, აგრეთვე კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. გამომდინარე აქედან, სახალხო დამცველმა საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას მიმართ შეწყალების მექანიზმის გამოყენებისკენ მოუწოდა. 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების გამოძიება სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმ ხარვეზებზე, რომლებიც 2021 წლის 5 ივლისს ლგბტქ+ პირებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების გამოძიების პროცესში არსებობს. ანგარიშის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობილი 20 პირიდან მხოლოდ 6 პირი გასამართლდა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისათვის, თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მოცემულ ნაწილში შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ეს პირებიც გაამართლა.  

ომბუდსმენ იოსელიანის ახალი მოადგილე „მოქალაქეების“ ლიდერ ელისაშვილის დისშვილი და პარტიის შემწირველია

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ერთ-ერთი ახალი მოადგილე, ნათია ჯულაყიძე ალეკო ელისაშვილის დისშვილი და მისი სამოქალაქო მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორია. „ბიძად მეკუთვნის. ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ“, - აცხადებს ჯულაყიძე „ტვპირველთან“ საუბრისას. შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ ის ამბობს, რომ ელისაშვილის კრიტიკას არ მოერიდება. ნათია ჯულაყიძე საქართველოს პარლამენტში ლევან იოსელიანის აპარატის თანამშრომელი იყო. ის მიმართულებები მებარა, რაც სახალხო დამცველის აპარატში უნდა გადმოვიბარო“, - ამბობს ჯულაყიძე. ამასთან, რადიო თავისუფლების ცნობით, 1996 წლის 30 მაისს დაბადებული ნათია ჯულაყიძე პარტია „მოქალაქეების“ დაფუძნებიდან იყო მისი წევრი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მას 15 000 ლარი აქვს ფულადი სახით პარტიისათვის შეწირული. „ძალიან მინიმალური [მაქვს შეწირული], თუ არ ვცდები რამდენიმე ათეული ლარი იყო... ზუსტად არ მახსოვს“, - ამბობს სახალხო დამცველის ახალი მოადგილე. სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ახალი მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე იქნებიან. იოსელიანმა ახალი მოადგილეები დღეს წარადგინა. გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე სხილაძემ ამ პოსტების დატოვების შესახებ გასულ კვირას განაცხადეს. საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი 7 მარტს დაუჭირა. მანამდე ის ალეკო ელისაშვილთან ერთად, პარტია „მოქალაქეებს“ წარმოადგენდა.  

სახალხო დამცველმა ახალი მოადგილეები წარადგინა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ახალი მოადგილეები: ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე იქნებიან. ელენე ღუდუშაური კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს, ანალიტიკური დეპარტამენტის და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის საქმიანობას. ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას. სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და აპარატის უფროსი კვლავ თამარ გვარამაძე იქნება. „როგორც იცით, გიორგი ბურჯანაძემ და ეკა სხილაძემ დატოვეს სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობები. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე, ორივე მათგანი ჩემთან ერთად გააგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა იოსელიანმა. საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი 7 მარტს დაუჭირა. ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად 6 წლის ვადით არჩევას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე სხილაძემ ამ პოსტების დატოვების შესახებ გასულ კვირას განაცხადეს.  

ომბუდსმენი ხელისუფლებას მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით აწარმოოს მოლაპარაკებები, რათა საოკუპაციო რეჟიმმა დაიცვას მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება. კერძოდ, ენგურის ხიდის და საბერიო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვასთან დაკავშირებით, დაიცვას ეს უფლება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნის გზით და ე.წ. გადასასვლელების შეუფერხებელი ფუნქციონირებით. სახალხო დამცველის მიერ დღეს, 7 აპრილს, გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ საყურადღებოა, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადაადგილებაზე დაწესებული ხელოვნური შეზღუდვები უმეტესად დღესასწაულებს ემთხვევა. „ე.წ. გამშვები პუნქტების, რომლებიც ერთადერთი დამაკავშირებელი საშუალებაა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან, ხშირი და არაპროგნოზირებადი ჩაკეტვა, ზღუდავს ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებას და საარსებო წყაროების მისაღებად გაუმართლებელ დაბრკოლებებს წარმოშობს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ოკუპირებული გალის მაცხოვრებლებისთვის ენგურის ხიდი და საბერიო-ფახულანის გადასასვლელი, მხოლოდ ე.წ. გამშვები პუნქტი არ არის; ის ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის განათლებასთან, უკეთეს, ხარისხიან სამედიცინო სერვისებთან, უფრო იაფ პროდუქტებთან, პენსიის აღებასთან, ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან დამაკავშირებელი გზაა და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ასაკოვან მოსახლეობაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მარტოა დარჩენილი და ვერ ახერხებს ოჯახის სხვა წევრებთან გადმოსვლას“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ სამეგრელო-აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე მგზავრთა გადაადგილება 7 აპრილს, დილიდან შეზღუდა. ენგურის ხიდზე კი ცალმხრივად გადაადგილება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, „მესაზღვრეები“ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ სამეგრელოში არ უშვებენ, ხოლო მათ, ვინც ამჟამად ამ ტერიტორიაზეა, შეუძლიათ, ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნდნენ. გამონაკლისის სახით ორივე მიმართულებით გადაადგილებას ახერხებენ მხოლოდ „ენგურჰესის“ თანამშრომლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „საოკუპაციო ძალის აღნიშნული უკანონო ქმედება წარმოადგენს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვის მორიგ აქტს და აუარესებს, როგორც ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ, ისე უსაფრთხოების გარემოს“. ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას დანარჩენ საქართველოსთან გადაადგილების შეზღუდვაზე ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. სამეგრელო-აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე 2017 წლამდე არსებობდა ოთხი ე.წ. გამშვები პუნქტი: ენგურის ხიდი, ხურჩა-ნაბაკევი, ოტობაია-ორსანტია და საბერიო-ფახულანი. მათ ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი კვეთდა. 2017 წლიდან დე ფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეთა გადაადგილების „უკეთ გაკონტროლების მიზნით“ მხოლოდ ორი „გამშვები პუნქტი“ დატოვა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან - ენგურის ხიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან - საბერიო-ფახულანის.  

ლევან იოსელიანი: მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხის პარლამენტში გარკვევა მნიშვნელოვანია

სახალხო დამცველის თქმით, ლევან იოსელიანის თქმით, მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხის პარლამენტში გარკვევა მნიშვნელოვანია. "თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი და პარლამენტში ამ საკითხის გარკვევა, მეც მიმაჩნია, რომ არის მნიშვნელოვანი, მათ შორის, ისმის ეს პროცედურული ომი, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ საგამოძიებო კომისიამ ის კითხვები, რაც არსებობს ქართულ საზოგადოებაში, რაც ამდენი ხანია დაგროვილი, დაისვას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. ეს გამჭვირვალობა და ღიაობა ამ პროცესს მხოლოდ წაადგება და თუ რამე კითხვის ნიშნები არსებობს ერთი მხარის ან მეორე მხარის მიმართ, ამ კითხვებზე იქნება პასუხი გაცემული", - განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, ოპოზიცია მოსამართლეთა კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.  

ლევან იოსელიანი 10-11 მაისს ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი 10-11 მაისს ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. „2023 წლის 10-11 მაისს ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველის რანგში, პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა და შეხვედრებს გამართავს ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის (EEAS) საქართველოს საკითხებზე მომუშავე ხელმძღვანელ პირებთან, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის წევრებთან (COEST), სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR), თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (Equinet) და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) დირექტორებთან და სამდივნოს წარმომადგენლებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

როგორც მოქალაქისთვის, სრულიად გასაგებია, რაც ქორწილის თუ შეკრების ირგვლივ მოხდა - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მისთვის გასაგებია ის პროტესტი, რომელიც 20 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების საქართველოში ვიზიტს მოჰყვა. ამის შესახებ იოსელინმა სტრასბურგში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა. „როდესაც შენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ასეთი ვიზიტები, განსაკუთრებით, როდესაც მაღალი თანამდებობის პირების შვილები ჩამოდიან, განსაკუთრებული სენსიტიურობით აღიქმება. სრულიად გასაგები არის იმ ადამიანების აღშფოთება, რომელიც მივიდნენ და პროტესტი გამოხატეს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა რადიო თავისუფლების ცნობით. 19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფებოდა. მედიაში ამ ცნობის გასაჯაროების შემდეგ, ადგილზე საპროტესტო აქცია გაიმართა. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება. 20 მაისს, საღამოს,სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქორწილი არ გაიმართება, რადგან ოჯახი, რომელიც ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას აპირებდა, წასულია“. საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო ბრიფინგით გამოემაურა ინფორმაციას საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების სტუმრობასა და კახეთში, საქორწინო წვეულების მოწყობის მცდელობას და ხელისუფლებას მოუწოდა, პარტნიორი ქვეყნებიდან სასწრაფოდ შემოიტანონ სანქცირებულთა სიები, რითაც საზღვარზე იხელმძღვანელებენ.  

სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რაც დაკავშირებულია სასამართლოსთან - იოსელიანი

სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რაც დაკავშირებულია სასამართლოსთან,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით თავისი მოადგილის, ნათია ჯულაყიძის განცხადებას, რომ სახალხო დამცველს შეზღუდული მანდატი აქვს. “შეუძლებელია, სახალხო დამცველი ჩამოშორდეს სასამართლოს საკითხს, მათ შორის სასამართლოს რეფორმირებასა და მონიტორინგს, ვინაიდან ეს შესაბამისი კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. არ ვიცი, რამ გამოიწვია გაუგებრობა, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რაც დაკავშირებულია სასამართლოსთან. ჩვენ დღესაც ვმონაწილეობთ სამუშაო შეხვედრებში, კონკრეტულ საქმეების მონიტორინგს ვაკეთებთ, დავდივართ წინასწარი დაკავების იზოლატორებში. ეს, ბუნებრივია, ჩვენი მანდატის ნაწილია და ამას გავაგრძელებთ”,- განაცხადა ლევან იოსელიანმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილე, ნათია ჯულაყიძემ განაცხადა, რომ მართლმსაჯულების მიმართულებით სახალხო დამცველი თავის მანდატში შეზღუდულია.  

სახალხო დამცველი: კატეგორიულად ვგმობთ აგრესიული ჯგუფის მიერ ბორჯომში მომხდარ თავდასხმას

საქართველოს სახალხო დამცველი კატეგორიულად გმობს აგრესიული ჯგუფის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკში მყოფებზე, მათ შორის ბავშვებზე განხორციელებულ თავდასხმას. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.   ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი ქვებს ისვრის - "გირჩი-მეტი თავისუფლება" "ასევე, გმობს ბანაკისკენ მიმავალი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ თავდასხმის ფაქტს. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისკენ, რათა უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილ იქნეს ბანაკში მყოფი პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების უსაფრთხოება, გატარდეს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და თითოეულ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება ეფექტიანად წარიმართოს.   მათ შორის, იმის დადგენის მიზნით, იყო თუ არა დანაშაულებრივი ქმედებები წინასწარ ორგანიზებული და გამოიკვეთოს ამ მიმართულებით ყველა პასუხისმგებელი პირი. სახალხო დამცველი მანდატის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სახალხო დამცველი გმობს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს

სახალხო დამცველის აპარატი „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს მიშა მშვილდაძის მიმართ დღეს განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო. შსს-მ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო „სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით; სწრაფად და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები, ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა", - აღნიშნულია განცხადებაში.  

ომბუდსმენმა რუსთავის მოხუცთა თავშესაფრში შესაძლო დანაშაულზე შსს-ს მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას - რუსთავის მე-8 მიკრორაიონში მდებარე ხანდაზმულთა თავშესაფარში არსებულ უმძიმეს მდგომარეობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველმა შესაძლო დანაშაულზე რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. „საქართველოს სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში მუდმივად უსვამს ხაზს ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის კერძო დაწესებულებებში არსებულ სისტემურ დარღვევებს და შესაბამისი სახელმწიფოს ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმების არ არსებობას. უფრო მეტიც, სახელმწიფოსთვის ცნობილი არ არის ასეთი დაწესებულებების ზუსტი რაოდენობაც კი. სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი დარღვევა გამოავლინა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების მონიტორინგის ფარგლებში. ამის გათვალისწინებით, ე.წ. კერძო ტიპის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, კონტროლის არარსებობის პირობებში, ხანდაზმულთა უფლებების დარღვევისა და მათზე ძალადობის რისკები კიდევ უფრო მაღალია. სახალხო დამცველი მიადევნებს თვალს ზემოაღნიშნულ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეაგირებას და უფლებამოსილების ფარგლებში განაგრძობს მუშაობას ხანდაზმულთა უფლებების დაცვის მიმართულებით გამოვლენილ სისტემურ პრობლემებზე. ასევე, მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მოხდეს კერძო ტიპის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების აღრიცხვა და დაიწყოს მსჯელობა მათი კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შექმნაზე,“ - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 2023 წლის პურველ ივლისს, ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ სიუჟეტში საუბარია ხანდაზმულთა უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ მიმართ შესაძლო ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ასევე, იკვეთება არასათანადო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა.  

სახალხო დამცველმა „ვოლტის“ კურიერების მიმართ, განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

სახალხო დამცველმა „ვოლტის“ კურიერების მიმართ, შრომით ურთიერთობაში, განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ 2023 წლის 4 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა პლატფორმა „ვოლტ ჯორჯიას“ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო განხორციელებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, კომპანიამ ორ კურიერს პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრისა და სხვა საპროტესტო აქტივობების გამო, აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა. საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოების მიერ შემუშავებულ უახლეს სტანდარტებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პლატფორმის მეშვეობით მომუშავე კურიერები, მიუხედავად „პარტნიორის“ სტატუსისა, კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები არიან და შესაბამისად, მათ შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე გარანტიებით სარგებლობის უფლება აქვთ. „ამასთან, სახალხო დამცველმა დისკრიმინაციულად შეაფასა „ვოლტ ჯორჯიას“ მიერ სხვა, 142 კურიერისთვის გაგზავნილი სმს შეტყობინება, რომლითაც კომპანია მათ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა „ვოლტ ჯორჯიას“ მიმართა, რომ დაუყოვნებლივ აღუდგეთ კურიერებს აპლიკაციაზე წვდომა; მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება კომპანიაში. სახალხო დამცველმა, პლატფორმის მეშვეობით მომუშავე პირების საქმიანობა შრომით ურთიერთობად პირველად „ბოლტის“ (Bolt Food) კურიერების საქმეზე შეაფასა, ხოლო მოგვიანებით იგივე სტანდარტები ასახა „გლოვოს“ მიმართ გაცემულ რეკომენდაციაში. აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციის მიღების შემდეგ, „გლოვომ“ დისკრიმინაციის მსხვერპლ კურიერს აპლიკაციაზე წვდომა აღუდგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

სახალხო დამცველის აპარატმა ქალთა სპეციალური დაწესებულების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა 2023 წლის 24 მარტს და 1-2 მაისს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მონიტორინგი ჩაატარეს. მომზადებული ანგარიში მიმოიხილავს ქალი პატიმრების მიმართ მოპყრობის კუთხით არსებულ მდგომარეობას და წინა წლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების შეფასებას. ანგარიშის თანახამად, დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ N5 დაწესებულებაში დაცულია სისუფთავე, საკნები უზრუნველყოფილია ინვენტარით, სათანადო ბუნებრივი და ხელოვნური განათებით, ასევე ცენტრალური გათბობის სისტემებით. საკნებში დაცულია მინიმალურ ფართთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. კლიმატური პირობების გათვალისწინებით, გამოწვევად რჩება დაწესებულებაში სათანადო ხელოვნური ვენტილაციის უზრუნველყოფა და უწყვეტი წყალმომარაგება. N5 დაწესებულებაში, სხვა პენიტენციურ დაწესებულებებთან შედარებით, მეტი სარეაბილიტაციო აქტივობაა. ასევე, მიმდინარეობს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესი. მიუხედავად ამისა, N5 დაწესებულებაში კვლავ არ არის საკმარისი ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის სათანადოდ უზრუნველსაყოფად. მონიტორინგის ვიზიტებისას სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს არ მიუღიათ ინფორმაცია დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობის შესახებ. ჯგუფმა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში მიიღო ინფორმაცია პატიმრების მიმართ უხეში მიმართვის ცალკეული ფაქტების შესახებ. ასევე, გაირკვა, რომ N5 დაწესებულებაში პერიოდულად ადგილი აქვს პატიმართა შორის კონფლიქტის შემთხვევებს. „აღსანიშნავია, რომ დაწესებულებაში სათანადოდ არ ხდება პატიმართა ინფორმირება უფლება-მოვალეობების შესახებ. როგორც ქართულად მოსაუბრე, ასევე უცხოენოვან პატიმრებს ხელი არ მიუწვდებათ განახლებულ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებზე. პატიმართა უმრავლესობა დაწესებულებიდან საჩივრის გაგზავნისგან თავს იკავებს და ცდილობს, საკითხის მოსაგვარებლად თანამშრომლებთან დაამყაროს კარგი ურთიერთობები ან დასახმარებლად ადმინისტრაციასთან დაახლოებულ პატიმრებს მიმართოს. სამედიცინო მომსახურების საკითხის შემოწმებისას დადგინდა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტი ერთ თვეზე მეტი ელოდა სპეციალისტის კონსულტაციას. კვლავ პრობლემას წარმოადგენს გეგმიური სამედიცინო მომსახურების მისაღებად სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში პაციენტთა დროული გადაყვანა. ფსიქიატრიული დახმარება არ ატარებს ბიო-ფსიქო-სოციალურ ხასიათს. ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგს არ აქვს რეგულარული ხასიათი და ის მხოლოდ დაწესებულებაში პატიმრების პირველადი მოთავსებისას, ერთჯერადად ტარდება. ადრეულ დიაგნოსტიკას და პრევენციული მიდგომას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროული გამოვლენისა და მართვისთვის,“ წერია დასკვნაში. ვიზიტის დროს მიმდინარე მონიტორინგზე დაყრდნობით აპარატი წერს, რომ დაწესებულებას ხშირ შემთხვევაში არ მიეწოდება სასმელი წყალი. „აღნიშნულის გამო, პატიმრები და დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები იძულებულნი არიან, წყლის მარაგი შეინახონ სხვადასხვა სახის ჭურჭლით. პატიმართა გადმოცემით, არის შემთხვევები, როდესაც შხაპის მიღების დროს მოულოდნელად წყალი წყდება და ასეთ შემთხვევაში, მათ ჭურჭელში შენახული ცივი წყლით უწევთ ბანაობის გაგრძელება. პატიმრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ დახურული ტიპის საცხოვრებელ კორპუსში შხაპის მიღების უფლება ეძლევათ მხოლოდ კვირაში ორჯერ და ისიც ერთ ჯერზე არაუმეტეს 20 წუთის ხანგრძლივობით. დაწესებულების დახურულ ნაწილში მყოფი პატიმრები ითხოვენ აღნიშნული დროის გონივრული ვადით გაზრდას, ვინაიდან, მათი განმარტებით, 20 წუთში ისინი სრულყოფილად ვერ ასწრებენ დაბანას და მოწესრიგებას. დახურულ ნაწილში მყოფი პატიმარი ქალები, სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ასევე ითხოვენ საშხაპეში ყოველდღიური დაბანის შესაძლებლობის მიცემას. №5 დაწესებულებაში დასამონტაჟებელია სარეზერვო ავზები, რაც ქსელურად წყლის შეწყვეტის შემთხვევაში უზრუნველყოფს N5 დაწესებულებისთვის საჭირო ოდენობით წყლის მიწოდებას,“ - ნათქვამია ანგარიშში. გარდა ამისა, „სამედიცინო მომსახურების საკითხის შემოწმებისას დადგინდა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტი ერთ თვეზე მეტი ელოდა სპეციალისტის კონსულტაციას. კვლავ პრობლემას წარმოადგენს გეგმური სამედიცინო მომსახურების მისაღებად სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში პაციენტთა დროული გადაყვანა. ფსიქიატრიული დახმარება არ ატარებს ბიო-ფსიქო-სოციალურ ხასიათს. ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგს არ აქვს რეგულარული ხასიათი და ის მხოლოდ დაწესებულებაში პატიმრების პირველადი მოთავსებისას, ერთჯერადად ტარდება. ადრეულ დიაგნოსტიკას და პრევენციული მიდგომას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროული გამოვლენისა და მართვისთვის.“ საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ანგარიშში წარმოდგენილ რეკომენდაციებს სათანადო ყურადღება დაეთმობა და შესაბამისი ზომების მიღებით, N5 დაწესებულებაში ქალ პატიმართა მდგომარეობა გაუმჯობესდება.  

ომბუდსმენი მოუწოდებს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად. ამავდროულად, ძალისხმევა არ დაიშუროს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის გაფართოებისა და გაძლიერებისკენ. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. სახალხო დამცველის თქმით, ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II, რომლითაც სასამართლომ ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონში, რუსეთის მიერ განგრძობადად ეფექტური კონტროლის განხორციელების ფაქტი დაადგინა. ასევე, 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის ფედერაციას სამართლიანი დაკმაყოფილების ფარგლებში საქართველოსთვის თანხის გადახდა დაეკისრა. „რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად 27 582 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ შეადგენს 2 232-ს. საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს. კვლავ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა უკანონო დაკავებების პრაქტიკა. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლიდან დღემდე საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის უკანონოდ დააკავა 3 439 ადამიანი მათგან, 1 935 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 504 ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით. განსაკუთრებით ყურადსაღებია, ე.წ. საზღვრის კვეთისთვის ბოლო წლების განმავლობაში გახშირებული უკანონო პატიმრობები. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში რჩება 9 მოქალაქე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციით, გამოწვეული საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის. საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, ეს უკანონო პროცესი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მოწყობად წარმოაჩინოს და ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ სუბიექტებად დაამკვიდროს. 2008 წლიდან დღემდე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 56 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები, ღობეები და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერია გავლებული, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ხელოვნური ბარიერების სიგრძე 49 კმ-ს აღემატება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ფიქსირდება ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაცია და სხვადასხვა უფლებების შელახვა. აღნიშნულთა შორისაა, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის აკრძალვა, დე ფაქტო დოკუმენტაციის გაცემის შეზღუდვა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, ჯანდაცვის სერვისებზე და სხვა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა,“ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.   

NAEC - ის განცხადებით, ომბუდსმენის რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს

სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ აბიტურიენტებისათვის დამატებითი სესიების დანიშვნის თაობაზე ცენტრმა იმოქმედა კანონმდებლობის სრული დაცვით. საქართველოს სახალხო დამცველმა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია „სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ გადაწყვეტილება, არ დაეშვა ერთ-ერთი აბიტურიენტი დამატებით გამოცდაზე და 16 აგვისტოს რეკომენდაციით მიმართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც ს.ბ.-თვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების უზრუნველსაყოფად ისტორიის დამატებითი გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა. „აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ისტორიის საგანში ერთიანი ეროვნული გამოცდა ჩატარდა 17 და 18 ივლისს. 18 ივლისს ცენტრში წარმოდგენილი იქნა არაუფლებამოსილი პირის განცხადება, რაზეც ცენტრმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით 21 ივლისის წერილით მოითხოვა ხარვეზის გამოსწორება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრს არ დაურღვევია ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესი და ვადა. დროებითი განჩინების გამოტანის მოთხოვნით აბიტურიენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2023 წლის 27 ივლისს, ხოლო აღნიშნული განჩინება ცენტრში წარმოდგენილ იქნა 2023 წლის 28 ივლისს. აქვე გაცნობებთ, რომ ყველა აბიტურიენტი, რომელმაც მომართა ცენტრს და აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დაშვებულ იქნა დამატებით გამოცდაზე. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების“ დებულებაში ასახული გამონაკლისების გარდა, კერძოდ – ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, ოჯახის წევრის გარდაცვალება და დაუძლეველი ძალა – სხვა მიზეზებით გამოუცხადებელი პირების დამატებით გამოცდაზე დაშვება არათანაბარ პირობებში ჩააყენებდა აბიტურიენტებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას აღესრულებინა 28 ივლისს შემოსული სასამართლოს განჩინება, ვინაიდან ისტორიის საგანში დამატებითი სესია დაინიშნა და ჩატარდა 2023 წლის 25 ივლისს და ამ სესიაზე გამოყენებული ტესტური დავალებები უკვე გამოქვეყნებული იყო ცენტრის ვებგვერდზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრმა გაასაჩივრა სასამართლოს დროებითი განჩინება და დეტალურად განმარტა გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით (შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ერთხელ ჩაატაროს დამატებითი სესია) ცენტრი აცხადებს, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია,“ - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. 27 ივლისს გახდა ცნობილი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აბიტურიენტის სარჩელი, რომელიც ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაშვებას მოითხოვდა. 2 აგვისტოს შიმშილობა დაიწყო მშობელმა, რომლის შვილიც NAEC-მა დამატებით გამოცდაზე არ დაუშვა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, სასამართლოს დროებითი განჩინება ერთ-ერთი აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვებასთან დაკავშირებით, ცენტრში გამოცდებისა და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ წარადგინეს, შესაბამისად, „შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია.“ მოგვიანებით, NAEC-ის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს. აბიტურიენტის უფლებებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იცავს.

ქუთაისის და ბათუმის პენიტენციურ დაწესებულებებში არეულობის შესახებ ცნობას ომბუდსმენი არ ადასტურებს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქუთაისის N 2 და ბათუმის N 3 პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ბუნტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. როგორც განცხადებაში ომბუდსმენი აღნიშნავს, დაწესებულებებში იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ამ დროისთვის რამე არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება. „სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას და მზად არის, მომართვის შემთხვევაში, თითოეული საქმე გადაამოწმოს“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, მანამდე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების ბუნტია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, დაწესებულებაში განსაკუთრებულ ექსცესს ადგილი არ ჰქონია. „დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს და რაიმე განსაკუთრებულ ექსცესს ადგილი არ ჰქონია“, - აცხადებენ უწყებაში. ქუთაისის N 2 და ბათუმის N 3 პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ბუნტის შესახებ ცნობები სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა.

ომბუდსმენმა OSCE/ODIHR-ს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების სამართლებრივი შეფასება სთხოვა

სახალხო დამცველმა OSCE/ODIHR-ს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სამართლებრივი შეფასების წარმოდგენა სთხოვა. „18 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებების თაობაზე სამართლებრივი შეფასების წარმოდგენა სთხოვა. წერილში საქართველოს სახალხო დამცველმა მიუთითა რომ წარმოდგენილი პროექტით სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა განცხადება 2023 წლის 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად აქვს განხილული კანონპროექტის არსი და ის ზიანი, რაც მისი დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება მიადგეს შეკრება-მანიფესტაციის უფლების კონსტიტუციურ სტანდარტს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. პრეზიდენტმა 17 ოქტომბერს  ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს.“ როგორ აფასებს ომბუდსმენი „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ომბუდსმენი: სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ სადავო კანონპროექტი 5 ოქტომბერს დაამტკიცა.  

ომბუდსმენის ანგარიში: 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, რიგი მიმართულებებით გაუარესებაც კი შეინიშნებოდა

20 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში მოისმინა. სახალხო დამცველმა პლენარულ სხდომაზე მიმოიხილა 376-გვერდიან დოკუმენტში ასახული ის ძირითადი მიგნებები და ტენდენციები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას და დროულ რეაგირებს საჭიროებს. მან აღნიშნა, რომ 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით გაუარესებაც კი შეინიშნებოდა. ლევან იოსელიანის ანგარიშის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.  მისივე თანახმად, თემატური უფლებრივი მდგომარეობის განხილვისას სახალხო დამცველმა სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეებზე სათანადო გამოძიების ხარვეზებზე.   წამებისა და არასათანადო მოპყრობის ან დასჯის პრევენციისა და გამოძიების საკითხებთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუციური გარანტიების არარსებობაზე. ისაუბრა პენიტენციურ სისტემაში დამკვიდრებულ პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში, კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით ხანგრძლივად მოთავსების მანკიერ პრაქტიკაზე. ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხრე კამერების გამოყენებისა და აუდიო და ვიდეოჩანაწერების წარმოების ვალდებულების არარსებობას. განსაკუთრებულად საგანგაშოდ შეაფასა პოლიციის დაწესებულებებში კამერების რაოდენობის მკვეთრად შემცირება. ისაუბრა დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისა და ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის პრობლემებზე. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დაცვასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმების ვალდებულებაზე, ე.წ. გარიდების მექანიზმის საკანონმდებლო მოწესრიგებასა და პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმის დახვეწის აუცილებლობაზე ისაუბრა. სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმა, საქმეთა განაწილების სისტემის გაუმჯობესება, ეროვნული კანონმდებლობის ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანა, სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევის წესის შეცვლა და სხვ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2022 წელს შეტანილმა ცვლილებებმა (ე.წ. მოსმენების კანონმა), უფრო მეტად დაამძიმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის მდგომარეობა ქვეყანაში.ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ტენდენციაზე; აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში მედიის წარმომადგენლების კვლავ საფრთხის შემცველ გარემოში უწევდათ საქმიანობა. გრძელდებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საბაბით, რაც მოძველებული პრაქტიკაა და ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. მოძველებული კანონმდებლობა აბრკოლებს ასევე, ინფორმაციის თავისუფლების და მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზებასაც. „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის იდეის გაჟღერება და შემდგომ მისი ინიცირება შემაშფოთებელი ფაქტი იყო ადამიანის უფლებათა დამცველებთან მიმართებით. ეკოლოგიურმა პრობლემამ საფრთხის შემცველი საცხოვრებელი გარემო შეუქმნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მოსახლეობას. დიდი ძალისხმევაა გასაწევი, რათა სათანადოდ წარიმართოს შრომის უფლების დაცვის მიმართულებით მოქმედი კანონმდებლობის აღსრულება; გაგრძელდეს დასაქმებულთა შორის უფლებებთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლება; მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე შრომის უსაფრთხოების ნორმების განუხრელი დაცვა და სამუშაო ადგილზე გარდაცვალების შემთხვევების შემცირება. ჯანმრთელობის უფლების რეალიზაციის მხრივ, გამოწვევად მიჩნეულია ექთნების დეფიციტი, ძველი ინფრასტრუქტურა, სუსტი კავშირები სოფლის ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს შორის, ასევე, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების დაფინანსების გართულებული და ფრაგმენტული სისტემა. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატის აქტივობების შედეგად, 2022 წლიდან ქვეყნის მაღალმთიან მუნიციპალურ საავადმყოფოებში „დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა“ ამოქმედდა. სიღარიბე, მათ შორის ბავშვთა სიღარიბე, კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა სოციალურ უფლებების დაცვის მიმართულებით. 2021 წელთან შედარებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ბავშვების მაჩვენებელი 2022 წელს 40%-ით გაიზარდა და საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვნების რაოდენობა 330 148-ს შეადგენდა. არ არსებობს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა, ასევე, უსახლკარო პირთა ერთიანი, ხოლო რიგ მუნიციპალიტეტებში - ადგილობრივ მონაცემთა ბაზები.   ხანდაზმულ პირთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და პარალელურად იზრდება მათი წილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. სამწუხაროა, რომ კვლავ არ მომხდარა „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიშის შედეგების განხილვა და გათვალისწინება. ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა დიდი ზომის ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. ასევე, ისაუბრა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე მუშაობის გაძლიერებისა და ბავშვების სათანადო რაოდენობის მხარდამჭერი პროფესიების სპეციალისტებითა და სარეაბილიტაციო სერვისებით უზრუნველყოფის საჭიროებაზე. შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან მიმართებით - არ დამტკიცებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა და სტანდარტი და სხვადასხვა დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა.   გამოწვევად რჩება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობა, მათი საჯარო სექტორში დასაქმების პოლიტიკა, სახელმწიფო უწყებებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროპორციული და თანასწორი მონაწილეობა, საკონსულტაციო მექანიზმების არაეფექტიანობა და მედიის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები. ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება მოქალაქეთა უკანონო დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა, უკანონო „ბორდერიზაცია“ და მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა, რის გამოც, ორივე რეგიონში, მოსახლეობა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს ტოვებს და შვილები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში გადმოყავთ.   2022 წლის ბოლოს მონაცემებით, 716 დევნილი ოჯახი ნგრევად ობიექტებში ცხოვრობს. შემცირდა ასეთი ობიექტებიდან განსახლებული ოჯახების რაოდენობა, ხოლო, საკუთრებაში გადაცემული შენობების ნაწილი ავარიულია. გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად მაინც ნარჩუნდება ფემიციდის მაღალი მაჩვენებელი. სოფლად მცხოვრები და შშმ ქალებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა. დადებითი მოვლენებია გენდერული კვოტირების მოქმედებების ვადის 2032 წლის ჩათვლით გახანგრძლივება და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის ამოქმედება, თუმცა, ეს წესი დახვეწას საჭიროებს. სახალხო დამცველმა ისაუბრა ასევე, რწმენისა და რელიგიის თავისუფლების მიმართულებით კანონმდებლობაში არსებულ დისკრიმინაციულ ნორმებზე; ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესის გაჭიანურებაზე. აღნიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით კვლავ არ არსებობს საზღვრის კვეთის შესახებ სრულფასოვანი მონაცემთა ბაზები.   თავდაცვის სფეროში გრძელდება სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა. დღემდე არ შემუშავებულა ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სხდომაზე სახალხო დამცველმა ისაუბრა აპარატის მიერ შესწავლილ საქმეებსა და განხორციელებულ რეაგირებებზე, შემუშავებულ რეკომენდაციებზე, მომზადებულ სპეციალურ და ალტერნატიულ ანგარიშებზე, კონსტიტუციურ სარჩელებზე, სასამართლო მეგობრის მოსაზრებებზე და სხვა საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტებზე; ასევე, უფლებადარღვევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მონიტორინგის მიზნით სხვადასხვა დაწესებულებაში განხორციელებულ ვიზიტებზე.   სახალხო დამცველის გამოსვლის შემდეგ პლენარულ სხდომაზე ანგარიშთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსია გაიმართა. ლევან იოსელიანმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში 2 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.  

სახალხო დამცველი გოგა რაზმაძის საქმის წარმოების შეწყვეტის მიზეზებს განმარტავს

სახალხო დამცველი  შსს-ს მოქმედი თანამშრომლის, გოგა რაზმაძის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი განმარტავს, თუ რატომ არ დაადგინა მის მიმართ შს სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტი. სახალხო დამცველის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველს წარუდგინა გოგა რაზმაძის მიერ მიწოდებული, დისკრიმინაციის შესაძლო გარემოებების გამაქარწყლებელი ყველა არგუმენტაცია. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი გოგა რაზმაძის მომართვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხს ეხმიანება. როგორც უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის, 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გოგა რაზმაძის მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა და საქმისწარმოება შეწყდა. სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებს, რომ განცხადების შესწავლისას სახალხო დამცველის აპარატი სრულად მოქმედებდა კანონმდებლობის და იმ 9-წლიანი ერთგვაროვანი პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც აპარატში თანასწორობის მექანიზმის დაარსებიდან დღემდე ჩამოყალიბდა. ამ საქმეში, სახალხო დამცველის აპარატი დაეყრდნო იმავე მტკიცების სტანდარტს, რაც წლების განმავლობაში არაერთ სხვა საქმეში ყოფილა გამოყენებული. გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც ჰქონდა მტკიცების ტვირთი (და არა განმცხადებელს), დაემტკიცებინა შევიწროების ფაქტის არარსებობა, წარმოადგინა განმცხადებლის მიერ მოწოდებული თითოეული გარემოების გამაქარწყლებელი არგუმენტაცია. ამავე დროს, სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ საქმეთა შესწავლის თუ გადაწყვეტილებათა მიღების დროს აპარატი მოქმედებს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის და არაერთი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. ამდენად, საქმის განხილვისას, შესწავლილი იქნა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლის მიზნებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და განხორციელდა კანონით გათვალისწინებული, საქმისთვის აუცილებელი და რელევანტური ღონისძიებები. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა იმსჯელა დამატებითი ახსნა-განმარტებების მოძიებისა და მოწმეთა გამოკითხვის თაობაზე, თუმცა, აღნიშნულის საჭიროება არ გამოკვეთილა. დამატებით, საქმეზე გადაწყვეტილების სამართლებრივ ნაწილში, სახალხო დამცველმა შეაფასა შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ფორმის, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტები; ამასთან, ცალკე მსჯელობა დაეთმო პოლიციელთა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს, ევროსასამართლოს პრაქტიკისა და პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსის ანალიზს. სახალხო დამცველი პატივს სცემს ნებისმიერი პირის გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის, კრიტიკულ დამოკიდებულებას აპარატის საქმიანობის მიმართ, თუმცა, როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი კონსტიტუციური ორგანო, დამოუკიდებელია თავის შეფასებებში და გადაწყვეტილებებს მხოლოდ ფაქტების და შესაბამისი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე იღებს.   რაც შეეხება მიღებული გადაწყვეტილების სრულად გასაჯაროების საკითხს, იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველი პატივს სცემს და იცავს განმცხადებლის პერსონალურ მონაცემებს, სრული ტექსტის გამოქვეყნება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია,“ - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.  

საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავების კანონიერების საკითხს ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის

საქართველოს სახალხო დამცველი 18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს, შეკრების მონაწილეების დაკავების ფაქტს ეხმიანება. განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო დაკავების კანონიერების საკითხის შესწავლა. “სახალხო დამცველის რწმუნებულმა გუშინვე მოინახულა თბილისის და რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული 7 დაკავებული, მათ შორის, ვარლამ გოლეთიანი. შემაშფოთებელია, რომ დაკავებულთა შორის არის ჟურნალისტი რატი რატიანიც, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა. მედიის წარმომადგენლის დაკავებამ, თავისი საქმიანობის განხორციელებისას, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას, შესაძლოა იქონიოს მსუსხავი ეფექტი შეკრებების დროს შესაბამისი ინფორმაციის გაშუქებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო ორგანოს ფარგლებში მოხდეს დროული რეაგირება. საგულისხმოა, რომ აქციის მონაწილეთა პროტესტის საგანს წარმოადგენს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია, რომელიც 2022 წლის მარტში გაიცა. გარემოს დაცვის უფლებაზე ზედამხედველობა სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. უნდა აღინიშნოს, რომ აპარატი თვალყურს ადევნებს ხსენებულ ლიცენზიასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს და საკითხის შესწავლის შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რატი რატიანი, ხოლო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე,” - წერია განცხადებაში. შსს: გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავებულია აქციის 11 მონაწილე  

სახალხო დამცველი ოკუპირებულ ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ჩავიდა

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 20 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოკუპირებულ ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში - პერევსა და ქარძმანში ჩავიდა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.  „ძალიან ხშირად დავდივარ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში და ვცდილობ გავიგო, თუნდაც იქ, სადაც ჩვენი კონტროლირებადი ნაწილია, რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება, რა სერვისებს აწვდის მოსახლეობას და როგორია მათდამი დამოკიდებულება. დღეს შევხვდი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოსახლეობას. მათ იმ პრობლემებზე მომიყვნენ, რომელსაც აწყდებიან ყოველ ჯერზე, როცა საოკუპაციო საზღვარს კვეთენ.  ქარძმანი ორად არის გაყოფილი და მისი დიდი ნაწილი თავისი მიწებითა და მოსახლეობით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოხვედრილი. საოკუპაციო საზღვარი თვეში მხოლოდ 10 დღით იხსნება და მოსახლეობას მიმოსვლის საშუალება ეძლევა. თუმცა, ასეთი მიმოსვლა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, როგორც დოკუმენტაციის, ასევე ტვირთების გადატანა-გადმოტანის თვალსაზრისითაც“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.  

ომბუდსმენი: რუსეთის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საკუთრების მითვისების მცდელობა განსაკუთრებით საგანგაშოა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების გამო, რომლის თანახმად, აგარაკი რუსეთის ფედერაციას გადაეცა. ლევან იოსელიანის შეფასებით, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. „შემაშფოთებელია დღეს, 2023 წლის 27 დეკემბერს გამთენიისას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომლის თანახმად, აგარაკი რუსეთის ფედერაციას გადაეცა. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. აფხაზეთზე, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, სწორედ საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, როგორც ეს განსაზღვრულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში. საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ზემოაღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთი ნათელი გამოვლენაა იმ არაერთი და მასშტაბური, ეროვნული კანონმდებლობის, და მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო პრაქტიკისა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხორციელდება და რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მუდმივად დღის წესრიგში მდგარი მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პრაქტიკის ფონზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საკუთრების მითვისების კიდევ ერთი მცდელობა განსაკუთრებით საგანგაშოა,“ - აღნიშნავს სახალხო დამცველი.  

სახალხო დამცველს ახალი მოადგილე ჰყავს

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველის აპარატის ახალი მოადგილე წარადგინა. ის კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტისა და რეგიონული სამმართველოს საქმიანობას. ეს თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ რამდენიმე თვის წინ თანამდებობა დატოვა. ჩიხლაძე სახალხო დამცველის აპარატში შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან მოვიდა, სადაც 2020-2024 წლებში ჯერ კომპანიის დირექტორის მრჩევლის, შემდეგ კი დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, იგი ასევე არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მოწვეული პროფესორი კონკურენციის სამართალსა და ევროპის სამართალში. გერმანიაში ცხოვრების პერიოდში ირინე ჩიხლაძე მუშაობდა მიუნხენში (გერმანიაში) ბავარიის სადაზღვევო პალატის ტერორიზმთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის დეპარტამენტში, იყო გერმანიაში ქართველთა გაერთიანების გამგეობის წევრი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარგზავნილი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ირინე ჩიხლაძე დღემდე არის ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის მიუნხენის უნივერსიტეტის (LMU) იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, დამთავრებული აქვს ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა. მინიჭებული აქვს ასევე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები. მაგისტრატურის ფარგლებში გავლილი აქვს სასწავლო სემესტრი გერმანიის ზაარლანდის უნივერსიტეტში. სხვადასხვა წელს მუშაობდა გერმანიის ფედერალურ ანტიმონიპოლიურ სამსახურში (ბონში) და გერმანიის პარლამენტის ბიუროს აპარატში (ბერლინში); ასევე, სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში, საქართველოს პარლამენტის ბიუროს აპარატში, იუსტიციის სამინისტროსა და უზენაეს სასამართლოში.

სახალხო დამცველმა „ვოლტის“ კურიერის მიმართ, შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ კომპანია "ვოლტი" შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო კურიერის დისკრიმინაციას ახდენდა. საქართველოს სახალხო დამცველმა პლატფორმა „ვოლტ ჯორჯიას“ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო განხორციელებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა. „საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შრომის პირობებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრისა და სხვა საპროტესტო აქტივობების გამო, კომპანიამ კურიერს აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა, თუმცა, საფუძვლად 2 კვირის განმავლობაში შრომითი მოვალეობების შეუსრულებლობა მიუთით," - წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, პლატფორმის მეშვეობით მომუშავე კურიერები, მიუხედავად „პარტნიორის“ სტატუსისა, კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები არიან და, შესაბამისად, მათ შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე გარანტიებით სარგებლობის უფლება აქვთ. „ხელშეკრულება დამსაქმებელს უფლებას აძლევს შრომითი ურთიერთობა შეუწყვიტოს ყველა იმ პირს, ვინც სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის პროტესტის გამო, უარს აცხადებს აპლიკაციის გამოყენებაზე. სახალხო დამცველის შეფასებით, ხელშეკრულების ამ ჩანაწერმა შესაძლოა, დისკრიმინაციული ზეგავლენა მოახდინოს კურიერებზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ გაცხადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი წინააღმდეგობაში მოდის თავად „ვოლტის“ პოზიციასთან, რომ კურიერების გრაფიკი თავისუფალია და მათ სურვილის მიხედვით შეუძლიათ განსაზღვრონ თავისი სამუშაო დრო," - წერია განცხადებაში. თავად კომპანიაში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.  

ომბუდსმენი გიორგი მამალაძის მიმართ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას მიესალმება

სახალხო დამცველი გიორგი მამალაძის გათავისუფლების ფაქტს დადებითად აფასებს. ომბუდსმენმა იუსტიციის მინისტრს დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებული რეკომენდაციით რამდენჯერმე მიმართა. დაახლოებით 3 თვის წინ, სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლის ან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭომ 2024 წლის 14 თებერვალს დაასრულა საკითხის განხილვა და გიორგი მამალაძე გათავისუფლდა. სახალხო დამცველის რეკომენდაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე პირობით ვადამდე გათავისუფლების სხვა კრიტერიუმებს. სახალხო დამცველი მოუწოდებდა საბჭოს სრულყოფილად შეესწავლათ გიორგი მამალაძის მდგომარეობა და ჯეროვანი ყურადღება გამახვილებულიყო რეკომენდაციაში მითითებულ ყველა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2019 წელს, სახალხო დამცველმა, მოწვეული სამედიცინო ექსპერტების დასკვნების საფუძველზე, რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის მინისტრს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის თაობაზე. შემდეგ პერიოდშიც გრძელდებოდა საქმის შესწავლა და სახალხო დამცველის 2020-2022 წლების ანგარიშებში მუდმივად იყო საუბარი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე და ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, რომ ის ვერ იღებდა სათანადო სამედიცინო მომსახურებას სრულყოფილად. საბოლოოდ, 2023 წლის 30 ოქტომბერს, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით იუსტიციის მინისტრს მიმართა. სახალხო დამცველი მიესალმება მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის მიმართ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას.  

12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმე - რა წერია სახალხო დამცველის დასკვნაში

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმეზე არ არის ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ნაწილის ჩატარებაც, დღეს უკვე უპერსპექტივო ან მნიშვნელოვნად გართულებულია. რადიო თავისუფლების ცნობით, ლევან იოსელიანი მიმართავს გენერალურ პროკურორს, დაიწყოს შემოწმება ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმის გამომძიებლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი - გაჭიანურებული ან/და ჩაუტარებელი, ასევე, ხარვეზიანი საგამოძიებო მოქმედებების ფაქტებზე. სახალხო დამცველის ეს დასკვნა ანი იანუშაიტიტეს ოჯახმა და ადვოკატებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს. რა წერია სახალხო დამცველის დასკვნაში? ანი იანუშაიტიტეს ოჯახის ინტერესების დამცველმა ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა, სახალხო დამცველს ივნისში გაუგზავნეს 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმის მასალები და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ეფექტიანობის შესწავლა მოითხოვეს. 4 მარტს მიღებულ დასკვნაში წერია, რომ „გამოძიება თავიდან მიმდინარეობდა არაეფექტიანად და დროულად არ იქნა ჩატარებული სწორედ ის სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც, შესაძლოა, გამოძიებას მოეპოვებინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები“. სახალხო დამცველი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების არჩატარებამ ან დაგვიანებით ჩატარებამ, სავარაუდოდ, გამოიწვია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურება და, შესაბამისად, საქმის გარემოებების დადგენას შეუშალა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი თავის დასკვნაში მიუთითებს, რომ შესაძლოა, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ახლა უკვე უპერსპექტივოდაც კი ჩანდეს, ანი იანუშაიტიტეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, ის მაინც მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს და მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისკენ მოუწოდებს. მათ შორის: შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება და ნიმუშების აღება; შემთხვევის ადგილის მახლობლად განთავსებული ავტომობილების მეპატრონეების იდენტიფიცირება და ავტომობილების შემოწმება; გვამის გარშემო არსებული ხე-ბუჩქნარის მდგომარეობის შესწავლა; ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების სავარაუდო დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე პირების ვინაობის დადგენა და მათთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება; მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების ნამდვილობის შემოწმება და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა. სახალხო დამცველი 12 წლის ანის გარდაცვალების საქმის საგამოძიებო მოქმედებების შესწავლისას კიდევ ერთ საყურადღებო დეტალზე აკეთებს აქცენტს და დასკვნაში წერს: „მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტსაც, გამოძიების მიერ გვამის აღმოჩენის შემდეგ, საერთოდ არ იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილის ახლომახლო მდებარე, შედარებით დამალული ადგილები, სადაც არასრულწლოვანის ყოფნა ჩვეულებრივ გარემოებებში, ნაკლებად სავარაუდო ან საერთოდ გამორიცხულია. გამოძიებას არ უცდია გარდაცვლილის ბიოლოგიური მასალის ან სუნის ნიმუშის მოპოვება მისი ასეთ ადგილას ყოფნის დადასტურების მიზნით. რადგან გასულია ხანგრძლივი პერიოდი, შესაძლოა, ვეღარ მოხდეს ბიოლოგიური ნიმუშის მოპოვება, რაც არსებითად აზიანებს გამოძიების ინტერესებს.“

რაზე ამახვილებს სახალხო დამცველი ყურადღებას 2023 წლის ანგარიშში

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიში წარადგინა.  ლევან იოსელიანი სხვა საკითხებთან ერთად შეეხო კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას. მისი განცხადებით, მძიმე გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ამასთან, გახშირებულია უკანონო პატიმრობის შემთხვევები. „კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი, ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპაციის დამანგრეველ შედეგებს - დღემდე დაუსჯელები არიან დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება,“ ამბობს ომბუდსმენი. „ოთხოზორიას საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უკვე გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. დიდი იმედებით ველოდებით, სასჯელის შესახებ მათ გადაწყვეტილებას, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება და განგრძობად ოკუპაცია სამართლებრივად უნდა შეაფასოს. მძიმე გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, გახშირებულია უკანონო პატიმრობის შემთხვევები. საკუთრების უფლებების დარღვევა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ყოფის ნაწილია. თითქმის უწყვეტია საოკუპაციო ძალების “ბორდერიზაციის” პროცესი. ეთნიკურ ქართველებს ამ დრომდე არ ეძლევათ საშუალება ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიიღონ. ბავშვებს მრავალი სახიფათო კილომეტრის გავლა უწევთ ქართულ ენაზე წერა-კითხვის შესასწავლად. მტკივნეულია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა. 35 შეხვედრა გვქონდა საოკუპაციო ხაზის მომდებარე მცხოვრებ ქალებთან. შემაძრწუნებელია ისტორიები, რომლებსაც ისინი მიზიარებენ. ქალები ხშირად დაუცველები არიან ძალადობის შემთხვევებში, ყოველთვის ვერ ახერხებენ ჯანდაცვის საბაზისო სერვისების მიღებას, არ აქვთ ინფორმაცია ისეთ მომსახურებაზე, რაც ხშირ შემთხვევაში უფასოა, მაგალითად, სკრინინგი. როგორც იცით, რელიგიური დღესასწაული ახლოვდება, საანგარიშო პერიოდში და წლების განმავლობაშიც დღესასწაულების დროს ხელოვნურად უშლიან ადამიანებს გადაადგილებას. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ წელს იქნება გამონაკლისი და აღდგომის დღესასწაულზე ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ წინაპართა სალოცავების და საფლავების მონახულებას,” - განაცხადა ლევან იოსელიანმა. პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა - საანგარიშო პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე კვლავ პრობლემური იყო დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება. ანგარიშის მიხედვით, ასევე პრობლემური იყო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო. „წლების განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. გასული წლების მსგავსად, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევები. ნიშანდობლივია, რომ 2021 წლის მაისში წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი ad hoc ვიზიტით საქართველოს სპეციალურად ეწვია ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესამოწმებლად. შემოწმების შედეგად, 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა მიუთითა, რომ პენიტენციური დაწესებულებების მენეჯმენტსა და იერარქიის წარმომადგენელ პატიმრებს შორის ნებისმიერი კონფლიქტი თავდაპირველად არაფორმალურად, ადმინისტრაციის ფორმალურად გაფრთხილების გარეშე უნდა მოგვარებულიყო. საანგარიშო პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე კვლავ პრობლემური იყო დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება. ასევე პრობლემური იყო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო. სამწუხაროდ, კვლავ გადაუჭრელია პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებული ის პრობლემები, რომელთა გადაჭრის მნიშვნელობაზეც სახალხო დამცველი, წლებია, საუბრობს. კერძოდ, მოქმედი პრაქტიკა და საკანონმდებლო ჩარჩო ვერ ადგენენ ერთიან, განჭვრეტად და მკაფიო საფუძვლებს იმისა, თუ ვის ეკუთვნის საკანონმდებლო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა. აუცილებელია დაიხვეწოს ნორმატიული ბაზა და პირობით ვადამდე გათავისუფლებისა თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პროცესში უფრო მეტ კრიტერიუმს მიექცეს ყურადღება, მათ შორის, ისეთ ასპექტებს, რომლებიც მსჯავრდადებულის სამომავლო გეგმებს, პერსპექტივებს, შესაძლებლობებსა და სხვა საკითხებს მიემართება. ასევე საგულისხმოა, რომ სასჯელის გადასინჯვის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდადებულებისთვის. სამწუხაროდ, კვლავ შეუსრულებელია სახალხო დამცველის წინადადება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდადებულის მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის ვადის რამდენიმე წლით შემცირებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში. შეკრების თავისუფლება ანგარიშის მიხედვით, შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება - საბჭოთა პერიოდის მოქმედი კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ამასთან, 2023 წელს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული რიგი გამოწვევები უცვლელი რჩებოდა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა - კიდევ უფრო გართულებული. „2023 წელი სხვადასხვა მასშტაბის, შინაარსისა და ფორმის მრავალი შეკრებით გამოირჩეოდა. რადიკალური ჯგუფების შეკრებების ფონზე, აქტუალური იყო მშვიდობიანი შეკრების სარგებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები, შეკრების ფორმისა და შინაარსის შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები, შეკრების დაშლის მიზნით განხორციელებული არაპროპორციული და, ზოგიერთ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებები. კვლავ გამოიყენებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა. საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული რიგი გამოწვევები უცვლელი რჩებოდა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა - კიდევ უფრო გართულებული. შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება. სახალხო დამცველი, წლებია, საუბრობს ახალი კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზე, რადგანაც საბჭოთა პერიოდის მოქმედი კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ამის ნათელი მაგალითია 2023 წლის 2-3 ივნისს პოლიციის მხრიდან ამ მოძველებული კანონმდებლობის საფუძველზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაკავების ფაქტები, რომლებთან მიმართებითაც სახალხო დამცველის აპარატმა ხუთ საქმეზე სასამართლოში მეგობრის მოსაზრება წარადგინა. სამწუხაროდ ეს საქმეებიც ადასტურებს, რომ ხშირად გამოხატვის თავისუფლებასა თუ შეკრების უფლების რეალიზაციაში ჩარევა მხოლოდ პროტესტის გამოხატვის შინაარსს ან/და ფორმას უკავშირდება, რაც სრულიად ეწინააღმდეგება შესაბამის ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტებს. 2023 წელს განსაკუთრებით პრობლემური იყო პარლამენტის მხრიდან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მკვეთრად ზღუდავდა შეკრება/მანიფესტაციების მონაწილეთა მხრიდან დროებითი კონსტრუქციების (მათ შორის, კარვის) აღმართვის შესაძლებლობას. ეს ინიციატივა, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ასევე უარყოფითად შეაფასა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა. მათი შეფასებით, შეთავაზებული ცვლილებები შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო განსხვავებული პოლიტიკური აზრის დისკრიმინაციულად ჩასახშობად. დასკვნაში უარყოფითად შეფასდა კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესიც. კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა და ამ ეტაპზე კანონის მიღების პროცესი შეჩერებულია. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, უარი თქვას კანონის მიღებაზე,” - აღნიშნულია სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშში. გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობა და ბავშვების მიმართ ძალადობა   სახალხო დამცველის შეფასებით, წლების განმავლობაში ნარჩუნდება გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული გამოწვევები - 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა. ანგარიშის მიხედვით, ამასთან, პრობლემურია ბავშვების მიმართ ძალადობის დროული გამოვლენა, ეფექტიანი, კოორდინირებული და ბავშვზე მორგებული რეაგირება, რაც დასტურდება 2023 წელს, აითაჯ შახმაროვას მკვლელობით. „პრობლემურია ბავშვების მიმართ ძალადობის დროული გამოვლენა, ეფექტიანი, კოორდინირებული და ბავშვზე მორგებული რეაგირება. ამგვარი კომპლექსური რეაგირების არარსებობამ, შესაძლოა, ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, რაც დასტურდება 2023 წელს, აითაჯის მკვლელობით. სამწუხაროდ, 14 წლის აითაჯ შახმიროვას გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი არ არის განყენებული შემთხვევა და ძალადობის პრევენციის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიმართულებით არსებული ხარვეზების შედეგია. მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს მუშაობის გაძლიერების საჭიროებას პრევენციის მიმართულებით - დამოკიდებულებების გარდასაქმნელად, გენდერულ სტერეოტიპებზე დაფუძნებული ტრადიციებისა და მავნე პრაქტიკების აღმოსაფხვრელად. წლების განმავლობაში ნარჩუნდება გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული გამოწვევები. 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა,“ - წერია სახალხო დამცველის ანგარიშში. ამავე დოკუმენტის თანახმად, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებს კვლავ თვითნებურად აქვთ შეზღუდული ტელეფონით სარგებლობის უფლება- კვლავ არის ფსიქიატრიული დაწესებულებები, სადაც პაციენტების მნახველების მისაღებად არ არის ხელმისაწვდომი სათანადო ინფრასტრუქტურა, ანგარიშის მიხედვით, პაციენტებს კვლავ არ აქვთ სტაციონარიდან გაწერის გარეშე, სტაციონარის ხანმოკლე ვადით დატოვების შესაძლებლობა, მათი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. „ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებს კვლავ თვითნებურად აქვთ შეზღუდული ტელეფონით სარგებლობის უფლება. მათ მხოლოდ ექიმისა და დამხმარე პერსონალის ნებართვისა და კეთილგანწყობის შემთხვევაში შეუძლიათ ისარგებლონ ტელეფონზე დარეკვის შესაძლებლობით. დამატებით, პაციენტებს, კვლავ არ აქვთ სტაციონარიდან გაწერის გარეშე, სტაციონარის ხანმოკლე ვადით დატოვების შესაძლებლობა, პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. კვლავ შენარჩუნებულია ამანათების მიღების პრობლემა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ყოფილ. აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი). ამგვარი შეზღუდვა ვრცელდება სამოქალაქო განყოფილებაში ნებაყოფლობით მოთავსებული პაციენტების მიმართაც, რომელთაც ისედაც უნდა შეეძლოთ დაწესებულების ხანმოკლე დროით დატოვება და მათთვის სასურველ ადგილას, მათთვის სასურველი პროდუქტების შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ჯანდაცვის სამინისტროს მიაწოდა ინფორმაცია შეფერხების აღმოფხვრის შესახებ, სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა, რომ ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია. სახალხო დამცველი მიესალმება ჯანდაცვის სამინისტროს ნაბიჯს, რომლის შედეგადაც, განახლდა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების პირობები. განახლებული პირობებით: დაწესებულებას მოეთხოვება პაციენტთან შეხვედრების სივრცის/ოთახის ქონა, სადაც დაცული უნდა იქნეს პაციენტის პრივატულობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები. თუმცა, მიუხედავად ამისა, კვლავ არის ფსიქიატრიული დაწესებულებები, სადაც პაციენტების მნახველების მისაღებად არ არის ხელმისაწვდომი სათანადო ინფრასტრუქტურა. სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაწესებულებაში მყოფ პაციენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა პირისპირ და კონფიდენციალურ გარემოში შეხვდნენ ოჯახის წევრებს და მეგობრებს. პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა თავშესაფრებისა და ალტერნატიული საცხოვრისების მონიტორინგის შედეგად პრობლემები გამოკვეთა ბენეფიციართა გარე სამყაროსთან კონტაქტის კუთხით. აღმოჩნდა, რომ მათ არ აქვთ, ან ჩამორთმეული აქვთ მობილური ტელეფონები, ხოლო დამხმარე პერსონალის სამუშაო ტელეფონის გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ პერიოდულად ეძლევათ. დაწესებულებებში არიან ბენეფიციარები, რომლებიც ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან, რადგან არ აქვთ მათი ტელეფონის ნომრები და მათ მოძიებაშიც არავინ ეხმარება. გარდა ამისა, ხელმისაწვდომი არ არის ინტერნეტი, რაც ხელს შეუწყობდა როგორც ბენეფიციარების გარე სამყაროსთან კონტაქტის გაუმჯობესებას, ისე მათ ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას,“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში.  

OSCE/ODIHR-მა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა მოამზადა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), სახალხო დამცველის 24 თებერვლისა და 6 მარტის მიმართვების საფუძველზე, სამართლებრივი დასკვნა მოამზადა. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, საუბარია ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის თებერვალში ინიცირებულ ორ კანონპროექტზე, რომელიც შესახებაც, ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა ნეგატიურად შეაფასა ხსენებული ინიციატივები. „დოკუმენტი ფოკუსირდება ძირითად უფლებებზე, რომლებზეც კანონპროექტები ნეგატიურ გავლენას ახდენს, კერძოდ: გაერთიანების, გამოხატვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებსა და დისკრიმინაციისაგან თავისუფლებაზე. დასკვნაში ასევე მიმოხილულია აშშ-ს და ავსტრალიის კანონმდებლობა. ხაზგასმულია, რომ ისინი ფუნდამენტურად განსხვავებული შემთხვევებია, სრულიად სხვა მიზანი და მასშტაბი აქვთ, რის გამოც არ წარმოადგენენ რელევანტურ შედარებით მაგალითებს ქართულ კონტექსტში,“ წერია სახალხო დამცველია აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. OSCE/ODIHR-ის სამართლებრივი დასკვნა „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტებზე   დასკვნა “საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და რეგულირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივებზე ან ე.წ. „უცხოეთის აგენტების კანონებსა და მსგავს კანონმდებლობებზე და მათი შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან“ დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ გაერთიანების თავისუფლების ფუნდამენტური უფლება აქტიური და მონაწილეობითი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და გადაჯაჭვულია ადამიანის სხვა უფლებებთან. ამ უფლებისთვის არსებითია ხელმისაწვდომობა დაფინანსების მრავალფეროვან წყაროებზე, მათ შორის საერთაშორისო და უცხოურ დაფინანსებაზე. მიუხედავად ამისა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ქვეყანა ეჭვის თვალით უყურებს უცხოურ დაფინანსებას. დოკუმენტი დასძენს, რომ საერთო ჯამში, ე.წ. „უცხოეთის აგენტების კანონების“ ან მსგავსი კანონმდებლობის მიზანია, ზოგადად ასეთ დაფინანსებებსა და მიმღები ორგანიზაციების აქტივობებზე კონტროლის გაზრდა, მათთვის ახალი ვალდებულებების დაკისრებით, როგორიცაა მაგალითად ცალკე და გართულებული რეგისტრაცია, ე.წ. “იარლიყის” მიწებება, აღრიცხვა, ანგარიშგების დავალდებულება და ა.შ. დასკვნაში ხაზგასმულია, რომ ეს რეგულაციები ხშირად არ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებს. ეს კრიტერიუმები გვკარნახობს, რომ გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვები უნდა იყოს კანონიერი, მიჰყვეს ლეგიტიმურ მიზნებს, აჩვენოს პროპორციულობა და აუცილებლობა დემოკრატიული საზოგადოებისთვის და არ იყოს დისკრიმინაციული ხასიათის. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონების შემოღების აუცილებლობის დასასაბუთებლად ხშირად არ არსებობს სათანადო მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ეროვნულ ინტერესებისთვის ან დემოკრატიისთვის ხელშესახებ, მიმდინარე ან სერიოზულ საფრთხეზე. ამასთან, კანონის შემოღების მიზანშეწონილობაზე მსჯელობის დროს ხშირ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო სექტორის რისკზე-დაფუძნებული ადეკვატური შეფასებები, რომელიც ადასტურებს კრიმინალურ საქმიანობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას. უფრო მეტიც, ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივების ეროვნული დასაბუთება, როგორც წესი არ არის „რელევანტური და საკმარისი“. ისინი ვერ ახერხებენ არსებული კანონების არასრულყოფილების ან ახალი ზომების მიღების მიზანშეწონილობის დემონსტრირებას. „აბსტრაქტული ვარაუდი, რომ უცხოეთიდან შემოსული ყველა თანხა წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ეროვნული ინტერესებისთვის, შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან,“ – ნათქვამია დასკვნაში. ასევე აღნიშნულია, რომ დაფინანსების უცხოური წარმოშობის გამო განსხვავებული მოპყრობა პოტენციურ დისკრიმინაციაზე მიუთითებს. არასამთავრობოებზე დაკისრებული რეგულაციები ხშირად და მკაფიო განმარტებების გარეშე უფრო მკაცრია, ვიდრე რეგულაციები ბიზნესების მიმართ. გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „კანონმდებლები, როგორც წესი, ვერ ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ მათ შეაფასეს კანონმდებლობის პოტენციური უარყოფითი გავლენა ორგანიზაციებზე ან განიხილეს სხვა სამართლებრივი ალტერნატივები და შეარჩიეს ფუნდამენტური უფლებების ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი ზომები.“ დასკვნაში ასევე ხაზგასმულია, რომ ორგანიზაციის დაფინანსების „გამჭვირვალობის“ ან „საჯაროობის“ მოთხოვნა თავისთავად არ არის ლეგიტიმური მიზანი, თუმცა ის შეიძლება, დასაშვები იყოს კონკრეტულ გარემოებებში, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ან დანაშაულის თავიდან აცილებასთან. დასკვნა ხაზს უსვამს იმას, რომ ისეთი მიზნები, როგორიცაა ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა, ავტომატურად არ ამართლებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ ახალი ანგარიშგების ვალდებულების შემოღებას. უცხოურ კანონებზე მითითებები, როგორიცაა აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და ავსტრალიის „საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი“ (FITS) არ არის შესაფერისი იმ ინიციატივების გასამართლებლად, რომლებიც მიმართულია უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავროებო ორგანიზაციებისკენ. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონები აწესებს კონტროლის ზომებს, როგორიცაა, დაუგეგმავი ინსპექტირება მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის ან სასამართლოს ნებართვის გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს კანონები გამოიყენება დაჯარიმების, თავისუფლების აღკვეთის ან არასამთავრობო ორგანიზაციის დახურვისთვის, რაც დარღვევებთან შედარებით არაპროპორციულ დამსჯელ ზომებად არის მიჩნეული. ეს კანონები ხშირად არღვევს თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს, ირიბად გავლენას ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც უმცირესობების ადვოკატირებას ახდენენ. ამასთან, „უცხოეთის აგენტების“ კანონები წარმოშობენ მოქმედი ორგანიზაციების დისკრედიტაციის, საზოგადოებაში უნდობლობის, შიშისა და მტრობის გაღვივების რისკებს, რაც ართულებს მათ საქმიანობას. შეგახსენებთ, რომ ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების უმკაცრესი კრიტიკის ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ 9 მარტს განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.   როგორც სახალხო დამცველის ოფისი განმარტავს, მწვავე სოციალური პროტესტების შედეგად, მითითებულ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტში მსჯელობა არ გაგრძელებულა, ერთი მათგანი გამოთხოვილია, მეორე კი, მეორე მოსმენით ჩავარდა. თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეუთო/ოდირმა გააგრძელა დასკვნაზე მუშაობა და ადამიანის უფლებების სტანდარტებისა და რეკომენდაციების ფართო მიმოხილვა წარმოადგინა.

ომბუდსმენის აპარატი პოლიციის მხრიდან ელისაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 17 აპრილის აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე მოინახულა, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა. სახალხო დამცველის აპარატმა ასევე დაადგინა მეორე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქის ადგილსამყოფელი და უახლოეს საათებში მოინახულებს.  გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატი დღესვე მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით.  სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. აპარატი განახორციელებს გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგს. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე ღამე იყო გუშინ, რაც ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები